მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს ხელისუფლების შეცდომების გამო - ხოშტარია ვიზალიბერალიზაციაზე
პოლიტიკა - 18:05, 04 Jun, 2016     2608
ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია იმედოვნებს, რომ ხელისუფლების შეცდომებს გამო მოსახლეობა არ დაზარალდება და ქვეყანა უვიზო მიმოსვლას მიიღებს.

„სამწუხაროა რომ ხელისუფლებამ ინტენსიურად არ იმუშავა ამ ქვეყნებთან და ზოგადად იმ არასტაბილური ვითარებით კრიმინოგენული ცუდი სიტუაციით და ძალადობრივი ფონით, ბუნებრივია, ჩვენ ხელს არ ვუწყობთ ამ ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების დარწმუნებას. ამ მხრივ ეს საფრთხეა მთლიანად ამ პროცესისათვის. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება ამ პროცესის ისევ დაძვრა და მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი, საქართველო, არ დაზარალდეს და არ დაისაჯოს ხელისუფლების შეცდომების გამო და ეს ისტორიული მომენტი არ გავუშვათ ხელიდან,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მთავრობაში აცხადებენ, რომ საკითხის გადაწევა შიდა პოლიტიკას არ უკავშირდება და შემაფერხებელი ფაქტორი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მიგრაციის პრობლემებია.

„საუბარია იმაზე, რომ ახლა არ იყოს გადაწყვეტილება და სექტემბერში გადაიწიოს, რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ მოვლენებს, ამას არანაირი კავშირი არა აქვს ვიზალიბერალიზაციასთან. იქ არის ევროპული ქვეყნების პრობლემები რაც მიგრაციასთან დაკავშირებით არსებობს. საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპული საბჭო საქართველოს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იმსჯელებს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42