ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე თანახმაა და ამის შესახებ კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს.
"რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ივანიშვილის ეგზოტიკურ შეთავაზებაზე უარი თქვა.
რჩება ტაბულა.
ბუნებრივია, ჩვენ რომ ვიყოთ ნორმალურ ვითარებაში, მსგავსი ეგზოტიკა ჩვენთვისაც მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნორმალურ ვითარებაში.
შესაბამისად:
1. ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ ივანიშვილს ახალი ფორმატი - გამომდინარე იქიდან, რომ არსებულ ფორმატებში სათქმელის გამოხატვას შეუძლებლად მიიჩნევს.
2. ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ "ნეიტრალური ტერიტორია" - რადგან ტაბულას ტერიტორია მისთვის დისკომფორტის შემქმნელია. ქირას გადავიხდით ჩვენ და არა ოლიგარქი.
3. რუსთავი ორის პასუხის შემდეგ, ბუნებრივია თანხმლები პირის საჭიროება (რომელსაც თავად მოდერატორს უწოდებენ) მთლიანად გამოირიცხა, მაგრამ თუ მარტო ვერ მოდის, მოიყვანოს და დაისვას გვერდით ვინც უნდა (თუნდაც კალაძის რომელიმე მოჭიდავე).
4. ჩვენ მზად ვართ მიმოვიხილოთ მისი წერილი.
5. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მისი "რეპლიკები" "სიცრუის ტირაჟირებასთან" დაკავშირებით.
მოკლედ, გელით ბ-ნო ბიძინა" - განაცხადა .
მასალის გამოყენების პირობები






