გიორგი კვირიკაშვილმა უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესში მიიღო მონაწილეობა
სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი "ხიზაბავრის მესხური ტერასების" ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი იწყება, ვაზის პირველი ნერგები, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, „ვარძიის ტერასების“ დირექტორმა გიორგი ნათენაძემ და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ჩაყარეს.
სამცხე-ჯავახეთის და მთლიანად საქართველოს ფეხზე წამოდგომის დასაწყისი, - ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის მეთაურმა მესხურ ტერასებზე უნიკალური ჯიშის ვაზის გაშენების პროცესის დაწყება.
"ძალიან ძნელია, აღწერო ის ემოცია, რომელიც ახლა მე გამაჩნია. ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო მივიწყებული, აღვადგინეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, გიორგი ნათენაძეს, მეუფე თეოდორეს, საქართველოს ეკლესიას თანადგომისთვის" - განაცხადა პრემიერმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მესხური ტერასების აღდგენის პროცესში დასაქმებულ ადამიანებსა და სხვადასხვა პროფილის ხელოსნებს.
პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტით რეგიონში აღდგა უძველესი ხელობები, მათ შორის ქვაზე მუშაობა, რაც რეგიონს გააცოცხლებს და მას მეტი სტუმარი ეყოლება.
"ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დაინტერესებულია ამ პროექტით. თუ არ ვცდები, 27 ისტორიული მესხური ჯიშის ვაზი გაშენდა ამ ტერიტორიაზე და მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს", რომელმაც დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების ჯიღაურას საჯიშე მეურნეობა გადმოსცა უსასყიდლოდ სახელმწიფოს, სადაც არის 460-ზე მეტი ისტორიული ქართული ყურძნის ჯიში აღდგენილი და შენარჩუნებული, ასევე უცხოური ჯიშებიც და ეს არის უდიდესი, საშვილიშვილო საქმე. ძალიან გახარებული ვარ, ეს არის ადგილი, სადაც თამარ მეფემ ფეხშიშველმა გაიარა იმისთვის, რომ ელოცა ქვეყნის გამარჯვებისთვის და ვაზი, რომელიც დღეს ირგვება, არის თამარ მეფის ჯიშის ვაზი. ეს სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის. ეს არის საქართველოს აღორძინების ძალიან მკაფიო ნიშანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების აღორძინებას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასები მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა