პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 21:26, 03 Jun, 2016     4186
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცსებთან დაკავშირებით განცხადბა გააკეთა, სადაც პრეზიდენტის პოზიცია დააფიქსირა.

,,გაცნობებთ, რომ დღეს გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით:

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე- 2 პუნქტისა და საქრათველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარალამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს.

დოკუმენტი პრეზიდენტის ხელმოწერით დღეს გადაეგზავნა პრემიერ მინისტრს და კანონით გათვალისწინებულ ვადაში ველოდებით პრემიერის მხრიდან კონტრასიგნაციას.

მინდა ასევე თქვენი ყურადღება შევაჩერო, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტზე. მოგეხსენებათ, დღეს პარლამენტმა გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.

აქვე, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ კანონპროექტში სრულად იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ პრემიერმინისტრთან და პარლამენტთან თანამშრომლობის, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დღეს მივიღეთ ბევრად უფრო დახვეწილი კანონპროექტი, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.

ბუნებრივია, კანონპროექტთან დაკავშირებით იყო და ახლაც არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, თქვენ დაგირიგდათ ვენეციის კომისიის დასკვნის სარეზოლუციო ნაწილი, სადაც მუხლობრივად არის ხაზგასმული რა იყო კანონპროექტში და როგორ შეიცვალა ესა თუ ის ნორმა.

გვინდა გამოვეხმაუროთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების საკითხს.

მოგეხსენებათ, დღეს პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი მოსამართლე. რაც ამჯერადაც ვერ მოხერხდა. უკვე 4 თვეა მოსამართლეობის კანდიდატები წარდგენილნი არიან პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა კი ვერა და ვერ მივიდა გადაწყვეტილებამდე, რაც არ არის სასარგებლო სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეს მოსამართლეები სჭირდება უზენაეს სასამართლოს, მის ეფექტურ საქმიანობას და სხვას არავის და არაფერს.

ვეხმაურებით ეუთოს ანგარიშს, რომელშიც შეფასებულია საქართველოში წინასაარჩევნო გარემო. მისასალმებელია, ეუთოს რეკომენდაცია საქართველოში გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მოსავლენად.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია გარკვეულ რისკებზე, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს, როგორც საარჩევნო პროცესს, ასევე მთლიანად არჩევნებს.

კერძოდ, საუბარია, ძალადობრივი ფონის არსებობაზე, მედია გარემოზე, გამახვილებულია ყურადღება ფარული ვიდეოების გამოქვეყნებაზე.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეუთოს ანგარიშში გამოთქმული შენიშვნების გაზიარება და გათვალისწინება აუცილებელია. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რაც არაერთხელ გვითქვამს, რომ არჩევნები დემოკრატიის ტესტია, რომელიც ჩასაბარებელი აქვს სახელმწიფოს. შესაბამისად, პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი მხრიდან ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ ამ არჩევნებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს.

ეუთოს დასკვნაში, ასევე, საუბარია საარჩევნო კანომდებლობაზე - ცვლილებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური მოთამაშეების თანხმობისათვის საარჩევნო კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად მცდელობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო.

ამ პორცესში ყველა პოლიტიკური ძალა ჩაერთო, გარდა, „ქართული ოცნებისა“, რაც სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება იყო.

ამ კონკრეტულ საკითხზე და ცვლილებების აუცილებლობაზე პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა, მათ შორის საპარლამენტო გამოსვლებში.

დაბოლოს მინდა გაუწყოთ, რომ საქრთველოს პრეზიდენტი 6-9 ივნისს, სამუშაო ვიზიტით, სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრებს. ბრიუსელში, ასევე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრები უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან.

ბრიუსელში, 8-9 ივნისს, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.

ასევე, პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის - CNFA დირექტორთა საბჭოს წევრი ჯონ კოსტელო, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საქართველოში სასოფლო - სამეურნეო სექტორის მხარდაჭერისა და საერთაშორისო დახმარების პროგრამების განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა” - ნათქვამია ეკა მიშველაძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42