საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ - ალექსანდრე ჯეჯელავა
პოლიტიკა - 17:11, 03 Jun, 2016     4388

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გადააყენა. განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახდა, ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. ჯეჯელავას თქმით, უწყებაში საკადრო ცვლილებების საფუძველი არ არსებობს:

„საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ. ამ ეტაპზე საფუძველი არ არის, რომ ამაზე ვისაუბროთ და ვიფიქროთ. დროთა განმავლობაში, ისევე, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას, ჩვენც გვინდა შემოგვიერთდეს საუკეთესო ხალხი, თუმცა არსებულ გუნდზეც მხოლოდ უმაღლესი შეფასება მაქვს“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მისი თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული:

„განხილვის პროცესში ვიყავით რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამას პირდაპირი გაგებით შემოთავაზებას ვერ დავარქმევთ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ორმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესი მიმდინარეობდა. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მივიღეთ“, - განაცხადა ჯეჯელავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42