„პროტესტის მიზეზი გახდა ის, რომ სასამართლომ სამართლებრივ სტილში მოღვაწეობა დაასრულა და ის გრძელდება, როგორც პოლიტიკური პროცესი. ეს არ ეხება მხოლოდ გუჯაბიძის პასუხს, მან დაადასტურა ფაქტიურად ის, რომ ის ღებულობდა თანხებს. მთავარი არის ის, რომ სასამართლო გამოდის როგორც მხარე, ის არ უშვებს ნიკა გვარამიას პროცესზე და არ აპირებს მის მოსმენას და მისი არგუმენტების მიღებას. იმიტომ რომ გვარამიამ პირადად გააჟღერა ის საკითხები რაც გუჯაბიძეს ეხებოდა. ერთი სიტყვით დამთავრდა სამართლებრივი პროცესი დღეიდან დაიწყო პოლიტიკური პროცესი, ჩემთვის ეს დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ დღეს ცალსახად ჩვენ გვაქვს ახალ კოლეგიასთან საქმე, რომელიც არის პოლიტიკური საქმეების გადაწყვეტის კოლეგია და არა კოლეგია, რომელიც მართლმსაჯულებას ახორციელებს. განცხადებები რაც ხელისუფლების მხრიდან კეთდება არის სასაცილო. რომ არსებულიყო სახელმწიფო და სახელმწიფო აპარატი, იგივე იუსტიციის საბჭო, რომელიც ვალდებულია რეაგირება მოეხდინა დღეს გუჯაბიძე აცილებას გააკეთებდა. აქედან გამომდინარე ცალსახად ჩანს, რომ ეს ერთი ჯაჭვის ნაწილია სასამართლო კოლეგია, სახელმწიფო აპარატი და ხელისუფლება აქედან გამომდინარე არც მიკვირს ხელისუფლების განცხადებები. ჩემთვის მთავარი იყო ვაშინგტონპოსტის სარედაქციო წერილი რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ პორცესები ასე გაგრძელდება საქარტველოსთვის შესაძლოა დასავლეთის კარი ჩაიკეტოს.“- განაცხადა პაატა დავითაიამ
მასალის გამოყენების პირობები






