ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესის დაწყებისას მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე განცხადება გააკეთა და ყოველივეს სიცრუე უწოდა. განცხადების შემდეგ ტელეკომპანიის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე დასწრების მოთხოვნით, რის უფლებასაც მოსამართლეთა კოლეგია მხარეს არ აძლევდა. აღნიშნულმა პროტესტი გამოიწვია პოლიტიკოსებს შორის და სასამართლო პროცესი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ დატოვა:
„მე მოვედი სასამართლო პროცესზე სადაც მსურდა მეხილა მხარეებს შორის დავა, რომელსაც სასამართლო ობიექტურად განიხილავდა, თუმცა მე დღეს ვიხილე რინგი, სადაც ერთ მხარეს ხელ-ფეხი აქვს შეკრული და სასამართლო მეორე მხარის სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სასარგებლოდ, ხელისუფლების სასარგებლოდ ცდილობს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამოიყენოს ყველა ბერკეტი და საერთო არაფრი არ აქვს იმ ბერკეტებს, რომელსაც სასამართლო იყენებს კანონმდებლობასთან და ზოგადად სამართალთან, ის, რაც გააკეთა კოლეგიამ, მოსამართლემ, რომლისგანაც ელემენტარულად ზნეობა იქნებოდა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამართალსაც და მორალურ მომენტებსაც, თვითონ უნდა აეცილებინა ამ პროცესის გაგრძელება იმ ინფორმაციის შემდეგ რაც გავრცელდა მის გარშემო, თუმცა მან გარემოებებზეც კი არ ისაუბრა, არის თუ არა ეს რეალობა, მან აპელირება გააკეთა იმაზე, რომ ეს არის საიდუმლო ინფორმაცია და არც კი მოისურვა მისი გაშიფვრა.
შემდეგ უკვე ამას მოჰყვა გვარამიას დასწრების მოთხოვნა რუსთავი 2-ის მხარის მხრიდან და ამ შემთხვევაშიც მოსამართლე იქცეოდა ისე, როგორც მიკერძოებული მსაჯი რინგზე. რაც დღეს აქ ხდება არაფერი საერთო სამართალთან და სასამართლოსთან საერთო არ აქვს.
უბრალოდ გაგრძელება და იქ ჯდომა, სიგრილის გამო თუ დავჯდებოდი და მოვუსმენდი, სხვა შემთხვევაში ჩემთვის შედეგი უკვე ნათელია, ეს სასამართლო ასრულებს იმ დაკვეთას, რომელიც მან ხელისუფლებისგან მიიღო. ის შეეცდება აუცილებლად დახუროს რუსთავი 2, თუ ამის უფლებას საზოგადოება მისცემს. სასამართლოს იმედი მე უკვე აღარ მაქვს.
თავხედობის ეს ზღვარი არსად არ მინახავს, არა თუ სასამართლოში, არც ქუჩაში. ადამიანი არც კი ცდილობს ახსნას, გააკეთოს რაიმე სახის განმარტება, რეალურად რა ინფორმაცია გავრცელდა, აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ეს ინფორმაცია შეესაბამება სრულად სიმართლეს და რეალობას, უბრალოდ მათ არ სურთ ამ რეალობის თავის საწინააღმდეგოდ გამოყენება,თორემ ის, რომ ის ტავის ოჯახს უხდიდა ფულს, ეს უკვე ყველსათვის ცხადია. ადამიანი, რომელიც ამას აკეთებდა, ბუნებრივია, რომ ასე მოიქცეოდა დღეს, ის მცირე მოლოდინი რომელიც გვქონდა, რომ იგი თვითაცილებას მოითხოვდა, ეს იყო მოლოდინი ზღაპრული მითოლოგიიდან ჩემი მხრიდან“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






