საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი არასამთავრობოების პოზიციას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ვენეციის კომისიის დასკვნას ეყრდნობა.
"დიფერენცირებული კვორუმის შემთხვევაში, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მეშვეობით იქნა შეთავაზებული, რომ კვორუმი იქნას დაწეული და ამ ნაწილში არის გაზიარებული ვენეციის კომისიის დასკვნა. ის წუხილები რომელიც არა სამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს აქვს, შეიძლება ამას არ ემთხვეოდეს, შეიძლება ემთხვეოდეს. მაგრამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეყრდნობა ვენეციის კომისიის დასკვნას“ - განაცხადა ბოძაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის პრინციპული შენიშვნები პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა და სახეზეა პოლიტიკური გარიგება.
მასალის გამოყენების პირობები






