მთავრობის ადმინისტრაციაში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერთან. გაფართოებულ შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 13:15, 03 Jun, 2016     1063
საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ახალი აბრეშუმის გზის აღორძინებასა და საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ჭანგ გაოლიმ გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შეხვედრის დასაწყისში, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა მიესალმება მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტს, რომელიც, ჩინეთიდან საქართველოში, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე, პირველად განხორციელდა.
„მოხარული ვართ, რომ იმყოფებით საქართველოში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ორმხრივი ურთიერთობების განვითარება მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოსა და ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან. ჩვენი მთავრობა მზად არის, გავაფართოოთ შესაძლებლობები ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისთვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში“, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს.
ხაზი გაესვა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ ინიცირებული ახალი აბრეშუმის გზის პროექტის - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ის არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მნიშვნელობის პროექტია, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს როგორც კონტინენტის ქვეყნებს, ასევე გააძლიერებს მშვიდობასა და სტაბილურობას.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი აბრეშუმის გზა ასევე ქმნის ვაჭრობის, ეკონომიკის და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება და აბრეშუმის გზის მომავლით დაინტერესებულ ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ქართულმა მხარემ, შეხვედრაზე მიიღო შეთავაზება, საქართველოს განვითარების გეგმები დაუახლოვდეს იმ ხუთწლიან გეგმას, რომელიც ჩინეთს, აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით გააჩნია.
„ჩემთვის დიდი პატივია თქვენს ლამაზ ქვეყანაში სტუმრობა. მნიშვნელოვანია ერთობლივი მსჯელობა, როგორ გავაფართოოთ ორმხრივი თანამშრომლობა, რათა ორივე ქვეყანამ მივიღოთ სარგებელი „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის განხორციელებით. გილოცავთ საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებებს. მჯერა, კიდევ უფრო დიდი მიღწევები წინ არის. ჩვენ ველოდებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა, რომელიც აბრეშუმის გზის აღორძინების პროექტის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ კომიტეტს ხელმძღვანელობს.
მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მიღწეული შეთანხმებებისადმი ერთგულება და იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მოკლე დროში, წარმატებით დასრულდება, რის შემდეგაც საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ექნება.
საუბრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ ჩინეთი, საქართველოს 5 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და ამავდროულად, არის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი საქართველოს ეკონომიკაში. 2016 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი ჩინეთში, 107%-ით გაიზარდა.
მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ სატრანზიტო დერეფნის გამართვისა და ტვირთების გადაზიდვის საკითხები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სარკინიგზო მაგისტრალის მნიშვნელობას, რომელიც ტვირთების მოკლე დროში გადაზიდვის საშუალებას იძლევა და აღინიშნა, რომ პირველი სატვირთო მატარებელი, 2015 წლის თებერვალში, ჩინეთიდან საქართველოში, 9 დღეში, ხოლო სექტემბერში, 7 დღეში ჩამოვიდა, რაც რეკორდულად მცირე დროა.
შეხვედრისას ყურადღება საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხსაც დაეთმო. ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს გავლით ტვირთბრუნვას შესამჩნევად გაზრდის.
მხარეებმა საქართველოში ჩინური ინვესტიციების ზრდის შესახებაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ „ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია, რომელთანაც თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა „ჰუალინგის“ მიერ ავიაკომპანიის შექმნას, რომელიც ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ რეისებს შეასრულებს და აღინიშნა, რომ ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ერთობლივი საწარმოების შექმნას, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, განათლებისა და კულტურის სფეროებში შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს და პოლიტიკურ თანამშრომლობას.
გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერები, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური და ჩინეთის მაღალი დონის ოფიციალური პირები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42