„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს „რესპუბლიკური პარტია“. ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ყველა ვეტოს დაძლევა და „კუნთებზე ყურება არ არის ყველაზე მთავარი“, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კი მისთვის იმიტომ არის მისაღები, რომ მან ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინა:
„არ ვიცი უმრავლესობისთვის რატომ არის მისაღები პრეზიდენტის შენიშვნები, მაგრამ ჩემთვის მისაღებია იმიტომ, რომ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის შეხედულებები, თუმცა არა ყველა. ვინაიდან ვენეციის კომისიის მოსაზრებების ნაწილი მაინც გათვალისწინებულია და ვინაიდან ეს არის პოლიტიკური კულტურის საკითხი ყველაფერთან ერთად, ყველა ვეტოს დაძლევა და კუნთებზე ყურება არ არის ყველაზე მთავარი, „რესპუბლიკელები“ არ ვაპირებდით ვეტოს დაძლევაში მონაწილეობის მიღებას და თუ კვლავ დადგება ეს საკითხი, კვლავ არ დავაპირებთ“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






