თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ნათია გუჯაბიძის საქმეზე კომენტარს აკეთებს. ახვლედიანის განცხადებით, მისთვის ამ საქმეზე ცნობილი ტელევიზიით გახდა და მანამდე არავითარ ინფორმაციას არ ფლობდა.
ახვლედიანის თქმით, მიღებული პრაქტიკაა და კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რომ სახლემწიფო იხდის მოსამართლის საცხოვრისის ქირას მაშინ, როცა იგი სხვა რეგიონში ახორციელებს საქმიანობას, თუმცა ოჯახის წევრისგან ბინის ქირავნობის ფაქტი მისთვის ამ კონკრეტულ შემთხვევამდე არასდროს ცნობილი არ ყოფილა:
„ამ ფაქტის თაობაზე ჩემთვისაც ტელევიზიით გახდა ცნობილი, დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა, პრაქტიკაში ზოგადად არსებობს, აუცილებელიც არის და კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რომ მოსამართლეს, რომელიც ან რეგიონიდან არის ან ასრულებს საქმიანობას რეგიონში, მას სახელმწიფო უნაზღაურებს ამ ხარჯებს. ოჯახის წევრთან დაკავშირებით არ ვიცი დეტალები, ნამდვილად, სასურველი არ არის, რაღაც ტიპის დარღვევა ეს არის რა თქმა უნდა. ნადმვილად არ არის სასურველი, რომ ოჯახის წევრს უხდიდეს, მაშინ დანამატის სახით განვუსაზღვრავდით მოსამართლეს და არა კონკრეტულად ხელშეკრულების სახით. მსგავსი ფაქტის შესახებ, რომ ოჯახის წევრის მხრიდან ჰქონდეს მოსამართლეს ნაქირავები ბინა, არ მსმენია“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






