ოთარ დანელია სტუდენტებს შეხვდა
პოლიტიკა - 11:45, 03 Jun, 2016     890

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდა.

მინისტრმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ოთარ დანელიამ დარგში გატარებულ რეფორმებსა და სისტემურ ცვლილებებზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე სტუდენტებმა მინისტრს სოფლის და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის დეტალები გააცნეს.

საბაკალავრო პროგრამის ბიზნეს-სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტები ამ ეტაპზე სოფელ საწირეს სასოფლო და არასასოფლო ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირებას ახორციელებენ და იდეების პრაქტიკულ ბიზნესგეგმებად ქცევის კუთხით მუშაობენ.

შეხვერაზე აღინიშნა, რომ მისასალმებელია ტენდენცია, რაც წარმატებული ბიზნესსკოლის წარმომადგენლების თანამედროვე ცოდნითა და ენთუზიაზმით სოფლის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამაში ჩართვას გულისხმობს.

„ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ უმნიშვნელოვანესია სწორედ თქვენი, განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდა თაობის როლი ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკურ აღმავლობაში. მოხარული ვარ, რომ იმ საქმეს რასაც ხელი მოჰკიდეთ და დღეს გამაცანით, მიუდექით, ისე, როგორ შეეფერება პროფესიონალ კადრებს. თქვენ გაიზიარეთ საერთაშორისო გამოცდილება, მოძიებული გაქვს ინფორმაცია, თუ რა ხელშეწყობა აქვს სოფლის მეურნეობის დარგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რა მიდგომები და პოლიტიკა არსებობს, რა ვითარება იყო და არის საქართველოში. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ თქვენ ზუსტად აღიქვამთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და DCFTA-ის მნიშვნელობას როგორც დარგის განვითარების, ასევე ქვეყნის წინსვლისა და ევროინტეგრაციის პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე ხვდებით ფერმერებს - მათი მოსაზრებები, გამოცდილება, სურვილები თქვენთვის ნაცნობია, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ იმ მიზნის მიღწევაში, რომელიც დაისახეთ... და სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ იცნობთ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას 2015-2020“, - განაცხადა ოთარ დანელიამ სტუდენტებთან შეხვედრაზე.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42