დედაშვილობის პრობლემა - მანანა კობახიძე რ2-ის მოსამართლის შესაძლო თაღლითობაზე
პოლიტიკა - 11:23, 03 Jun, 2016     3458

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის შესაძლო თაღლითობაზე კომენტარს აკეთებს და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი შესაძლოა „დედაშვილობის პრობლემად შეფასდეს“:

„სისხლის სამართლის დანაშაულს და თაღლითობას, როგორც იყო გაცხადებული ნამდვილად ადგილი არ აქვს, ხელშეკრულების დადებას შესაძლოა ერთი მორალური მხარე ჰქონდეს და შესაძლოა დედაშვილობის პრობლემად განიხილო, მაგრამ სამართლებრივად ამ ხელშეკრულების დადებას არავითარი კანონის მიღმა ფარგლები არ აქვს. არც დისციპლინური დევნის საფუძველია და არც მითუმეტეს მოსამართლის აცილების. ესეც სასამართლოს შესაფასებელია“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ორი დღის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მოსამართლე ნათია გუჯაბიძეზე ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ეს უკანასკნელი თაღლითობაში იყო შემჩნეული. მას კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელს აფარებდა და ტელეკომპანიის სასამართლო პროცესის ხელისუფლებისთვის საჭირო მიმართულებით წარსამართად გუჯაბიძეზე ზეწოლისთვის იყენებდა.

აღნიშნულ საკითხზე გუშინ კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურაში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის საქმეზე არავითარი ინფორმაცია არ შესულა.

საკითხს გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოც, რომელმაც გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულ ფაქტს „უსაფუძვლო ბრალდება“ უწოდა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მისამართით გამოთქმული ბრალდებები არ შეესაბამებოდეს სიმართლეს, მისი თქმით მას აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს.

საპასუხოდ ნიკა გვარამიამ ნათია გუჯაბიძის საქმეზე გუშინ ახალი გარემოება გახადა ცნობილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42