გიორგი მღებრიშვილი ლიტველ, მოლდოველ და ბელარუს კოლეგებს შეხვდა
პოლიტიკა - 10:15, 03 Jun, 2016     1391

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისს ლიტვის, მოლდოვისა და ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრები ეწვივნენ. კოლეგებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა.

ლიტვის შს მინისტრმა თომას ჟილინსკასმა, მოლდოვის შს მინისტრმა ალექსანდრუ ჟიზდანმა და ბელარუსის შს მინისტრმა იგორ შუნევიჩმა გიორგი მღებრიშვილს და ქართველ სამართალდამცველებს პოლიციელის დღე მიულოცეს.

სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

შს სამინისტროში გიორგი მღებრიშვილი უცხოელ კოლეგებს პირისპირ შეხვდა და პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

შს მინისტრებმა შეხვედრებზე სამართალდაცვით სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მღებრიშვილმა კოლეგებს საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნო. საქართველოს შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, პოლიციური განათლების სფეროში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, მათ შორის, შსს-ს აკადემიაში რეგიონული ტრენინგ-პროგრამების განხორციელების კუთხით.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, აუცილებელია შენარჩუნდეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების პოზიტიური ტენდენცია, რომლის ფარგლებშიც მოხდება ინფორმაციის გაზიარება მიმდინარე პროგრესის შესახებ და სამომავლო გეგმების დასახვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42