"NATO-ს გაბედული გადაწყვეტილებების მიღების დროა"- თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ვროცლავის ფორუმზე
პოლიტიკა - 20:29, 02 Jun, 2016     1433

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარშავის სამიტამდე ნატოს წევრ ქვეყნებში შეხვედრებს მართავს. პირველი ქვეყანა, რომელსაც თინათინ ხიდაშელი სტუმრობს, პოლონეთია.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ვროცლავის გლობალურ ფორუმს ესწრება. დღეს თინათინ ხიდაშელი დისკუსიაში თემაზე „შევინარჩუნოთ ევროპის უსაფრთხოება“ სიტყვით გამოვიდა. პანელის მომხსენებლები იყვნენ ასევე, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი პაულა დობრიანსკი, ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, პოლონეთის სახელმწიფო მდივანი კრზისტოფ სჟერსკი და აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.

მომხსენებლებმა იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს დასავლეთის პასუხი რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე, რათა ევროპის სტაბილური და დემოკრატიული განვითარება იყოს უზრუნველყოფილი. თინათინ ხიდაშელმა ძირითადი ყურადღება უსაფრთხოების გამოწვევებსა და ვარშავის სამიტის მოლოდინებზე გაამახვილა.

„ვფიქრობ, რომ დღეს ევროპა, ასევე გლობალური უსაფრთხოება, საფრთხეშია. ყირიმის ანექსიის შემდეგ მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ ევროპა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. არსებობს ქვეყანა, რომელიც ახალ საერთაშორისო სამართალს, ახალ საერთაშორისო წესრიგს აწესებს და ცვლის ყველაფერს, რაზეც ცივილიზებული სამყარო II მსოფლიო ომის შემდეგ შეთანხმდა. საჭიროა ძალიან სერიოზული პასუხის გაცემა. დღეს ვხედავთ მსოფლიოს, რომელიც კრემლის ქმედებებს მიჰყვება. ჩვენ ერთგვარ საპასუხო რეჟიმში ვიმყოფებით. ჩვენ მათ მოქმედებებზე ვრეაგირებთ და სწორედ ეს ართულებს მდგომარეობას. ვფიქრობ, ვარშავის სამიტი ივლისში ყველასთვის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა დაამტკიცოს, რომ ნატო ერთიანია; მნიშვნელოვანია ყველა დარწმუნდეს, რომ რუსეთი სხვადასხვა ქვეყნებთან ცალკეულ თამაშს არ ეწევა. ასე რომ, ვარშავის სამიტზე ნატოს ერთიანობა დღის წესრიგში ნომერი პირველი საკითხი იქნება. მეორე ძირითადი თემაა პოზიტიური დღის წესრიგი, გეგმა, საგზაო რუქა, რომელიც მკაფიოდ გვიჩვენებს რუსეთის მეზობლად მდებარე ქვეყნების მხარეს უფრო დიდ შემაკავებელ ძალას. ამის ნათელი მაგალითი კი იქნება ის, რომ ნატო მშვიდობისთვის და ნებისმიერი კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებს. ბოლოს, ვფიქრობ, რომ გაბედული გადაწყვეტილებების მიღების დროა. მსურს, ვარშავის სამიტი გახდეს შესაძლებლობა დაუმტკიცოს რუსეთს, რომ ალიანსი თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს და არცერთ მის გადაწყვეტილებაზე რუსეთს ვეტოს ძალა არ აქვს. ალიანსმა უნდა აჩვენოს, რომ თავისუფალი და უსაფრთხო ევროპა მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებზე არ ვრცელდება; ალიანსმა უნდა დაამტკიცოს, რომ დღევანდელი მსოფლიო არ აშენებს ახალ ბერლინის კედელს ან ახალ რკინის ფარდას მე-5 მუხლის ქვეყნებსა და სხვა დანარჩენ ქვეყნებს შორის, რომელსაც რუსეთს დაუთმობს,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ორი დღის განმავლობაში ვროცლავის გლობალურ ფორუმზე პოლიტიკოსები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ტრანსატლანტიკური სივრცის მთავარ ღირებულებებზე - დემოკრატიაზე, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42