გია ვოლსკის თქმით, გუბაზ სანიკიძე კარგად არ იცნობს ბიძინა ივანიშვილის წერის და ანალიზის უნარებს:
„მე მგონი გუბაზი ცუდად იცნობს ბიძინა ივანიშვილს. მე დიდი ხანი მომიწია მასთან ურთიერთობამ და საკმაოდ კარგი წერაც შეუძლია და გაცილებით უფრო ღრმა ანალიზი ვიდრე გუბაზს შეიძლება ეგონოს.“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ნუკრი ქანთარია კი გუბაზ სანიკიძის მიერ ყოფილი თანაგუნდელის გაკრიტიკებას შეცდომას ან ეჭვიანობას აბრალებს:
„მე იმით ვხსნი, რომ ბატონი გუბაზი შეცდომაშია შეყვანილი, ცდება ან ის რომ არჩევნებია კარს მომდგარი . მე არ ვთვლი რომ უნიჭოდ არის იქ რამე დაწერილი. ეს არ არის პოეზიის ნიმუში რომ ვილაპარაკოთ ნიჭიერებაზე, მთავარია იქ არის თუ არა არსი, აზრი არის თუ არა. ეს ყველაფერი გახლავთ და ეს რომ პოემა ყოფილიყო შეიძლება გვეთქვა, რომ ნაკლებ ნიჭიერად არის ან მაღალმხატვრული ნაწარმოების პრეტენზია აქვს მაგრამ არ არის და ა.შ. შეიძლება ეს ერთგვარი ეჭვიანობაა .“- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
თამაზ მეჭიაურის შეფასებით არასწორია იმ ადამიანის არაკორექტულად მოხსენება, რომლის მეშვეობითაც თავად სანიკიძე პარლამენტში მოხვდა:
„ შეიძლება მე არ ვეთანხმებოდე ბევრ საკითხს, რომელიც ღია წერილშია, მაგრამ მე არა მგონია რომ კორექტული იყოს თანაგუნდელზე და გუნდის ხელმძღვანელზე, რომლის მეშვეობითაც მოვედით ჩვენ პარლამენტში, თუნდაც დატოვების შემდეგ ასე არაკორექტულად მოვიხსენიოთ და შევაფასოთ.“- განაცხადა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, ივანიშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა გუბაზ სანიკიძემ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს უნიჭო კაცის დაწერილი უწოდა და არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზე ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






