კორცხელის ინციდენტში მონაწილე სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს- თავდაცვის მინისტრის განცხადება
პოლიტიკა - 18:10, 02 Jun, 2016     3180
კორცხელის ინციდენტში მონაწილე სამხედრო ლაშა დვალიშვილი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს. ამის შესახებ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადება, სამინისტრომ გაავრცელა:

"საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი დათხოვნილია საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. ორიოდე თვის წინ მისმა გამარჯვებამ და MMA წესებით ორთაბრძოლასა და გრამპლინგში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამ ყველა აღგვაფრთოვანა. თავდაცვის სამინისტრომ წარმატებული სამხედრო მოსამსახურის საზოგადოებისთვის უკეთ გასაცნობად სპეციალური რეპორტაჟიც კი მოამზადა.

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა ნებისმიერი ინციდენტი, ძალადობის ფაქტი, რომელიც ქვეყანაში ხდება. ორმაგად სამწუხაროა, თუკი ამ ინციდენტში სამხედრო მოსამსახურე ფიგურირებს.

თავდაცვის სამინისტრო არ არის უწყება, რომელიც მსგავს შემთხვევებში პირის ბრალეულობის საკითხს დაადგენს, შესაბამისი გადაწყვეტილებები ჯერ საგამოძიებო ორგანოების, შემდეგ კი სასამართლოს კომპეტენციაა. თუმცა, შეიარაღებულ ძალებს თავისი წესები, დისციპლინა და ნორმატიული ფუნდამენტი აქვს, რომელიც, პირველ რიგში, სამხედრო სამსახურში მტკიცე დისციპლინასა და განსაკუთრებით მაღალ სტანდარტებს ეფუძნება.

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მოსამსახურის ქცევა თავსებადი იყო ჯარისკაცის დისციპლინის და ღირსეული საქციელის შეიარაღებულ ძალებში დამკვიდრებულ წესებთან. შესაბამისად, პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან.
ამასთანავე, სრული კატეგორიულობით ვაცხადებ: არ დავუშვებთ შეიარაღებული ძალებისთვის ჩრდილის მიყენებას და ღირსების შელახვას!

ქართული ჯარი ქართული სახელმწიფოს ყველაზე უფრო ნათელი და საიმედო ბურჯია! ქართულ ჯარში მსახურობენ წესიერი, სხვისი თავისუფლების პატივისმცემელი პროფესიონალები. ძალადობა და სხვისი ღირსების ხელყოფა შეიარაღებულ ძალებთან სრულიად შეუთავსებელია და ნებისმიერი პირი, როგორი დამსახურებულიც უნდა იყოს, შეიარაღებულ ძალებს მიღმა აღმოჩნდება უღირსი საქციელის ჩადენისთანავე.

ყველა ჩვენგანის და ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ვალია, უპირველეს ყოვლისა, გავუფრთხილდე შეიარაღებული ძალების სახელს და რეპუტაციას!"- აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42