არხის დირექტორი აღნიშნულის მიზეზად „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ თანამშრომლების ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობა დაასახელა.
როგორც "ნიუპოსტს" „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ პროდუსერმა თამუნა ქემერტელიძემ განუცხადა, ზურაბ ნაყეური 31 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ შპს „სტუდია მაესტროს“ მოქმედ თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ შიდა სამსახურებრივი მოკვლევის დაწყებასას გეგმავს.
"გენერალური დირექტორისგან, ზურაბ ნაყეურისგან მომივიდა ოფიციალური მეილი, სადაც ვკითხულობ: "ჩატარდეს სამსახურეობრივი მოკვლევა ფაქტზე: 31 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ შპს „სტუდია მაესტროს“ მოქმედ თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ". მოგეხსენებათ, ამ გადაცემაში მონაწილეობას ჩემთან ერთად იღებდა არხის რამდენიმე თანამშრომელი. ამ მოტივით მე, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილს და ბექა ბაციკაძეს არხის გენერალურმა დირექტორმა შრომითი ხელშეკრულება შეგვიჩერა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვებს, რომ იგივე გიორგი ისაკაძის და ახლა უკვე ჩვენი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა"- აღნიშნა თამუნა ქემერტელიძემ.
მისი თქმით, ისაკაძის მსგავსად ის თავის ინტერესებს სასმართლოში დაიცავს.
"რასაკვირველია მივმართავ, იმიტომ რომ მიზეზი რის საფუძველზეც სამსახურიდან მიშვებენ არის სრული აფსურდი. როგორ შეიუძლება იჯდე რომელიმე გადაცემაში და ამის გამო არხის მენეჯმენტმა გაგათავისუფლოს სამსახურიდან. ეს არის დაცინვა, თანამშრომლების, მთლიანად არხის და საზოგადოების"- განმარტა ჩვენმა კოლეგამ.

მასალის გამოყენების პირობები






