მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს მუდმივი საბჭოს 1102-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 17:45, 02 Jun, 2016     1000
2016 წლის 2 ივნისს, ქ. ვენაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით მიმართა ეუთო-ს მუდმივ საბჭოს.

თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ეუთო-სთან და მის ავტონომიურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალაზრისით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ხაზი გაუსვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაზე ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას. მინისტრის მიერ აღინიშნა, რომ საქართველო ივლისში დაგეგმილ ნატოს ვარშავის სამიტზე ელოდება პრაქტიკულ და პოლიტიკურ შედეგებს.

ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობის შესახებ, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მოწყობის პროცესზე. თავის გამოსვლაში, მინისტრმა დაგმო რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებები“ და აღნიშნული ქმედებები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებად შეაფასა. მუდმივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ისაუბრა ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე შესაძლო რეფერენდუმის ჩატარების შესახებ და აღნიშნული პროცესი უკანონოდ და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გალის მკვიდრის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე და აღნიშნა, რომ სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპანტ ძალას. აქვე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საპასუხო განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში ევროკავშირის (28 ქვეყნის სახელით, რომელსაც მიუერთდა ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სან მარინო, ისლანდია, მოლდოვა, მონტენეგრო და უკრაინა), აშშ-ს, თურქეთის, შვეიცარიის, აზერბაიჯანის, ნორვეგიის, კანადის, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის, ავღანეთის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა.

გამომსვლელებმა თავის საპასუხო განცხადებებში დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ცალსახა მხარდაჭერა, მათ მიერ ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად შეფასდა რუსეთის ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში. ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის ფაქტი, უკანონოდ შეაფასეს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების საკითხზე და მოუწოდეს რუსულ მხარეს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. დელეგაციები გამოეხმაურნენ 19 მაისს გალში მომხდარ მკვლელობის ფაქტს და სამძიმარი გამოუცხადეს გარდაცვლილის ოჯახს. ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო მონიტორინგის აუცილებლობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამოხატეს სრული მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ასევე ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მიმართ.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ეუთო-ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომლის გამოსვლაც რუსეთის ფედერაციისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ რიტორიკას ეფუძნებოდა.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ზემოხსენებულმა სხდომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში რუსეთის ფედერაცია სრულ საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42