წულუკიანმა გლობალურ კონფერენციაზე საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა
პოლიტიკა - 17:41, 02 Jun, 2016     980
იუსტიციის მინისტრი ვენაში გამართულ გლობალურ კონფერენციაში − „ბავშვის მიმართ ფიზიკური დასჯისა და ძალადობის წინააღმდეგ“ − მონაწილეობს.

თეა წულუკიანმა მეორე გლობალური კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ბავშვთა უფლებების დასაცავად ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა.

კერძოდ, მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასა და თანმდევ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ოჯახსა და მის გარეთ ბავშვზე ძალადობის ფაქტებს აღკვეთს. გარდა ამისა, მინისტრმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასაცავად იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ბავშვების რეგისტრაციისა და სახელმწიფო სერვისების მიღების პრობლემას მოაგვარებს და, ასევე, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს.

თეა წულუკიანმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სკოლაში რეფერირების მექანიზმსა და საქართველოში ცოტა ხნის წინ მიღებულ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე“, რომელიც თვისობრივად ცვლის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფოს მიდგომას და მას გაცილებით ლიბერალურს ხდის.

„საქართველოს მთავრობამ ბავშვებისა და არასრულწლოვნების ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დასაცავად მნიშვნელოვანი რეფორმები და ღონისძიებები გაატარა. ამ კონფერენციას ერთი და ძლიერი მიზანი აქვს − სახელმწიფომ არ დაუშვას ოჯახსა თუ სკოლაში ბავშვზე ფიზიკური ძალადობა, მათ შორის, ფიზიკური დასჯა როგორც აღზრდის მეთოდი. ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს მსჯელობა იუსტიციის მინისტრებს, ექსპერტებსა თუ სხვა მაღალი რანგის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, როგორ გავაუმჯობესოთ ყველა ტიპის კანონი იმისათვის, რომ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან; იმისათვის, რომ არც ქუჩაში, არც ოჯახში, არც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელდეს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეორე გლობალური კონფერენცია „ბავშვის მიმართ ფიზიკური დასჯისა და ძალადობის წინააღმდეგ“ ვენაში 1 ივნისს გაიხსნა და ის, როგორც 2014 წელს შვედეთში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კონფერენცია შვედეთის დედოფალმა გახსნა. ღონისძიებას 70 ქვეყნის 20-მდე იუსტიციის მინისტრი, ექსპერტები და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებიან, რომლებიც მთელ მსოფლიოში ბავშვთა უფლებების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ.

ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხვალ ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს შეხვდება; დღეს კი თეა წულუკიანი საქართველოს საელჩოში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ეძღვნება.

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ავსტრიაში 3 ივნისს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42