უსაფუძვლო ბრალდება - იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება
პოლიტიკა - 17:03, 02 Jun, 2016     2013

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსთავი ორის მოსამართლე ნათია გუჯაბიძე შესაძლო თაღლითობაშია შემცნეული. საბჭო აღნიშნულ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს:

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ეხმაურება ბოლო პერიოდში სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებსა და უპრეცედენტო ზეწოლის ფაქტებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განმარტავს, რომ ბრალდება მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნავს, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამართლეების საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხარჯებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში პირად საკუთრებაში არ აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს.

საბჭო განმარტავს, რომ მთელი სამოსამართლო კარიერის მანძილზე ნათია გუჯაბიძის მიმართ არასდროს გამოყენებულა დისციპლინური სახდელი ან ზემოქმედების ღონისძიება (სარეკომენდაციო ბარათის ჩათვლით) რაიმე დისციპლინური გადაცდომისათვის. ასევე, საბჭოს არასდროს მიუმართავს პროკურატურის ორგანოებისათვის მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების წინადადებით.

ზემოაღნიშნულ განცხადებებს საბჭო აფასებს, როგორც მოსამართლის მიმართ უსაფუძვლო ბრალდების წაყენებას, რაც მოსამართლის დემორალიზაციას, და ამ გზით, სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკიდურესად შეშფოთებულია და დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო კორპუსის და მოსამართლის მიმართ ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მოსამართლე დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. ამასთან ერთად, აკრძალულია ნებისმიერი ფორმით, პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ სასამართლოსა და ინიდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას, შეწყვიტონ სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობა და არ გაავრცელონ ისეთი განცხადებები, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ან სასამართლოსა და მოსამართლის ავტორიტეტის ხელყოფისაკენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს ნორმალურ და მშვიდ გარემოში მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეფასებებისა და უსაფუძვლო კრიტიკისგან. აუცილებელია მოსამართლეებს მიეცეს პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის საშუალება, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევა, რაც აუცილებელია ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42