რუსთავი 2-ის საქმე და აშშ-ს ელჩის განცხადება - ,,ეს იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პირადპირი მესიჯი ხელისუფლებას“
პოლიტიკა - 16:59, 02 Jun, 2016     2408
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აშშ-ს ელჩის, იან კელის განცხადებას აფასებს, რომელიც დიპლომატმა „რუსთავი 2“-ს საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინი აღნიშნავს, რომ კელის განცხადება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილია, რაც დიდ წვლილს შეიტანს „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში:

„ამერიკის ელჩის განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დროული. სასამართლოში განვიათარებულმა პროცესებმა, ყველას დაანახა, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლო, როგორც ნოტარიუსი ამ პოლიტიკურ განცხადებას ახლა აფორმებს. ელჩის ეს განცხადება არის ცივი შხაპი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია, და რომელსაც ეგონა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამაზე თვალებს დახუჭავს.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ელჩმა მიუთითა პირდაპირ, ღია ტექსტით, ზედმეტი თამაშის გარეშე, რომ თავისუფალი მედიის, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, მესაკუთრის და მენეჯმენტის შეცვლა არის სრულიად დაუშვებელი და ქართველ ხალხს აქვს უფლება, რომ ამ არაკონსტიტუციურ, არაკანონიერ, არადემოკრატიულ გადაწყვეტილებას დაუდგეს წინ.

ეს განცხადება იყო ძალიან დროული და სტრატეგიული პარტნიორისგან იყო პირდაპირი თხოვნა, მესიჯი, რომ ასეთი არადემოკრატიული ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ არ უნდა გადადგას. ჩემი აზრით ეს განცხადება დიდი წვლილს შეიტანს იმ საკითხში, რომ რუსთავი 2 ქართველი ხალხის დახმარებით და მხარდაჭერით დარჩეს დამოუკიდებელი“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ იან კელის თქმით საარჩევნო წელს ტელევიზიის მენეჯმენტის შეცვლა პრობლემების გამომწვევი იქნებოდა აშშ-იც, ამიტომ იან კელის თქმით საარჩევნო წელს მსგავსი გართულებების მიმართ საზოგადოება არ უნდა იყოს ტოლერანტული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42