„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ბატონ ვექსლერთან ჩვენ გავაცანით მას საქართველოში არსებული სიტუაცია. მოვახსენეთ თუ რას ველოდებით არჩევნების დროს და ასევე ვესაუბრეთ იმ საფრთხეებზე რომელიც მოსალოდნელია არჩევნების პერიოდში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მივიღეთ დაპირება რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს. „ -განაცხადა შეხვედრის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ.
რობერტ ვექსლერის განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო. ამერიკაში არის სრული კონსენსუსი რომ საქართველო იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და ძალიან გვინდა, რომ საქართველოში იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში იყოს ძლიერი მედია რომელიც უზრუნველყოფს ყველა სუბიექტის გაშუქების და მოსმენის საშუალებას. ჩემი აქ ყოფნის მიზეზიც სწორედ ეს არის. ძალიან კარგია, რომ პოლიტიკური სპექტრი ფართოვდება და საბოლოოდ ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.“ - განაცხადა რობერტ ვექსლერმა.
მასალის გამოყენების პირობები






