"არჩევნების შესახებ ეუთოს პირველი ანგარიში უაღრესად კრიტიკულია"- ენმ უეთოს ანგარიშს ეხმაურება
პოლიტიკა - 14:56, 02 Jun, 2016     1457

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეუთოს დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ოფისის 2016 წლის საქართელოს საპარლამენტო არჩევნების კამპანიის საჭიროებათა პირველ შუალედურ ანგარიშს ეხმაურება. მიუხედავად იმისა რომ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერაც არ დაწყებულა, ისეთი მაღალი ავტორიტეტის საერთაშორისო ორგანიზაცია როგორიც ეუთოა უკვე აფიქსირებს მწვავე პრობლემებს პრაქტიკულად ყველა საკვანძო მიმართულებით. გასათვალისწინებელია, რომ ანგარიში კორცხელის თავდასხმამდე დაიწერა. ხალხის მხარდაჭერის იმედის არქონის გამო, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესს. ყველა მისი მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის. ქართველი ხალხი უმტკივნელოდ და ცივილიზებულად მის უნიათო გუნდს უნდობლობას გამოუცხადებს.

კერძოდ, ანგარიში იზიარებს ჩვენი და სხვა ოპოზიციური ძალების მიერ გამოთქმულ კრიტიკას საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა რომ მოხდა ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის მათემატიკური გამოთანაბრება, ოლქების უშუალო საზღვრების განსაზღვრის პროცესი მოხდა გაუმჭვირვალედ და არ გაითვალისწინა ეუთოს წინა რეკომენდაციები.

დოკუმენტში ასევე საუბარია რომ რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე პროეცსები ემუქრება არხის უნარს შეუფერხებლად განაგრძოს მაუწყებლობა. ასევე აღნიშნულია შესაძლო ზეწოლა ცნობილ ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებზე.

ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში 210 ახალი წევრის დანიშვნის გაუმჭვირვალობა. ენმ და სხვადასხვა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთხელ აღნიშნავდნენ რომ ა.წ. 4 თებერვალს ჩატარებული კონკურსის შედეგად საოლქო კომისიებში მმართველ ძალასთან უშუალოდ დაკავშირებული ათეულობით წევრი დაინიშნა.

პრობლემადაა მიჩნეული ნდობის ნაკლებობა სასამართლო სისტემის მიმართ ისევე როგორც უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის უნარი მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება დარღვევებზე.

ანგარიშში საუბარია რომ რეგიონებში არსებობს საარჩევნო კამპანიის პროცესში უსაფრთხოების სამსახურის ჩარევის, ამომრჩეველთა დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საფრთხე, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში; რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42