როგორც "ნიუპოსტს" "ტაბულას" გენერალურმა დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილისთვის მათი ეთერი ღია იმ მომენტიდან არის, რაც ეს უკანასკნელი პოლიტიკაში გამოჩნდა.
"ბიძინა ივანიშვილისთვის ჩვენი ეთერი ღიაა დღიდან მისი პოლიტიკიაში გამოჩენიდსა. ამის შესხებ ჩვენ საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს. ბუნებრივია, მანამ სანამ ის, სამწუხაროდ, ასრულებს მნიშვნელოვან როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და საქართველოს მომავლის განსაზღვრაში, ჩვენი ეთერი მისთვის ღია რჩება"- აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
"ნიუპოსტი" დაინტერესდა, რა იქნება თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დასმული პირველი კითხვა ბიძინა ივანიშვილის მიმართ , რაზეც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ ის დაინტერესდება, როგორ უყურებს ყოფილი პრემიერი ქვეყნის სამომავლო განვითარებას.
"ქვეყნის განვითარებაზე და მის გეგმებზე დაველაპარაკები. რას და როგორ აპირებს 2016 წელს. მის პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს"- აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






