სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სკოლებსა და ბაღებში შემოწმების შედეგები შეაჯამა
პოლიტიკა - 14:29, 02 Jun, 2016     2106
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო წლის დასრულების პარალელურად, სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკებში არსებული მდგომარეობა შეაჯამა.

2016 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში 1505 შემოწმება განახორციელა, მათ შორის 998 - საბავშვო ბაღის და 507 - სკოლის ბუფეტში. დარღვევების გამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 სკოლა), რომლებსაც შეუსაბამობების გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცათ.

სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სახელმწიფო კონტროლის გაზრდის პარალელურად, ყოველწლიურად მცირდება დარღვევების რაოდენობა. 2014 წელს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 4 სკოლის ბუფეტს, 2015 წელს კი მსგავსი დარღვევა არცერთ სკოლაში არ გამოვლენილა.

„დადებითი ტენდენცია ბიზნესოპერატორების ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებულობის გაზრდას უკავშირდება. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების შემოწმებას; გაიცემა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებას და გამოსწორებას ბიზნესოპერატორები მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე შეძლებენ. სააგენტოს სპეციალისტები სკოლებსა და ბაღებში არსებულ ვითარებას სასწავლო წლის დასაწყისშიც გადაამოწმებენ. სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა მნიშვნელოვანია მოზარდი თაობის ჯანმრთელობისთვის“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებს 2013 წლიდან ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლი კერძო და საჯარო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 2015 წელს განხორციელდა 2095 შემოწმება (დოკუმენტური შემოწმება, ინსპექტირება, მონიტორინგი, გადამოწმება) საბავშვო ბაღების კვების ბლოკებსა და 801 - სკოლების ბუფეტებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42