"ჩვენ გვაქვს live ფორმატი, არჩევანის ეთერს ვთავაზობ დიდი სიამოვნებით. მათ შორის აბსოლუტურად მისაღებია მის პირობა წერილის ირგვლივ კითხვებთან დაკავშირებითაც. ბუნებრივია ჩვენც გვექნება ამ წერილთან დაკავშირებით კითხვები ასე რომ არც ღირდა ამ პირობის წამოყენება ეს ისედაც იგულისხმება. დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით ჩვენთან სტუმრად"- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
„მე მზად ვარ შევხდე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს, „რუსთავი2“-ის და ასევე „ტაბულას““, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ.
ივანიშვილის პირობა ასეთია: ორივე ტელეკომპანიამ მას გაკრვეული დრო უნდა დაუთმოს ამ არხებზე “მისი პერსონის შესახებ ტირაჟირებული სიცრუის” შესაფასებლად.
ყოფილი პრემიერი დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფებოდა ივანიშვილმა პირველ არხზე რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, სალომე ასათიანის შეკითხვებს უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები






