მამუკა ახვლედიანი ნათია გუჯაბიძეს ურჩევს საქმე გაასაჯაროვოს - ,,საკითხის განხილვა მარტო აცილებით არ უნდა შემოიფარგლოს“
პოლიტიკა - 14:11, 02 Jun, 2016     4318
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი რუსთავი 2 - ის საქმის მოსამართლეს ნათია გუჯაბიძეს, ურჩევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ნებართვა მისცეს მისი საქმე განასაჯაროვოს.

თუმცა როგორც "ნიუპოსტს" ახვლედიანმა განუცხადა, იუსტიციის საბჭოს კეთილსინდისიერებაში ეჭვი ეპარება.

"ამ ინფორმაციის გასაჯაროვებას მოსამართლის თანხმობა სჭირდება, ამას იუსტიციის საბჭო ამ თანხმობის გარეშე ვერ გააკეთებს, თუმცა მას ზოგადი ინფორმაციის გავრცელება, თავისუფლად შეუძლია, თუმცა რა ინფორმაციის გასაჯაროვებაც ნიკა გვარამიამ მოითხოვა, მოსამართლის თანხმობით უნდა მოხდეს"- აღნიშნა საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ.

კითხვაზე უნდა აიცილოს თუ არა ამ სკანდალის შემდეგ მოსამართლე გუჯაბიძემ თავი, ახვლედიანმა თქვა, რომ ეს მოსამართლის გადასაწყვეტია.

"აცილებას მოსამართლე ინდივიდუალურად წყვეტს, ამის ვალდებულება არ არის, თუმცა მის ადგილზე მე გავხსნიდი იმ დოკუმენტებს, რომელიც საბჭოშია. თუ ის თვლის, რომ მართალია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მივცემდი დოკუმენტებზე წვდომის შესაძლებლობას დაინტერესებულ მხარეს. თუ კი ამ დოკუმენტში რაიმე სახის დარღვევა აღმოჩნდებოდა და დადასტურდება, ამ საკითხის განხილვა მარტო აცილებით არ უნდა შემოიფარგლოს"- თქვა მან.

რაც შეეხება "რუსთავი 2"- ის საქმის პირველ კოლეგიაზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლას, მამუკა ახვლედიანი თვლის, რომ ამ საკითხზე შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივი გამოძიება უნდა დაიწყონ.

"პროკურატურას იმ განცხადების შემდეგ, რომელიც სასმართლო პროცესზე ნიკა გვარამიამ გააკეთა საერთოდ არ სჭირდება მიმართვა. პროკურატურამ ამ საკითხზე უნდა მოახდინოს რეაგირება. როცა საუბარია მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე, არსებობენ პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ კონკრეტულმა მოსამართლემ მასზე ზეწოლის ფაქტები დაადასტურა, ეს აუცილებლად გამოძიების საგანი უნდა გახდეს"- განმარტა მამუკა ახვლედიანმა "ნიუპოსტთან".

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ნათია გუჯაბიძე იდევნება თაღლითობისთვის. 2014 წელს მას გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით, რომ განაცხადა, რომ მას არ ქონდა საცხოვრებელი თბილისში და სამოსამართლო საქმის განხორციელებისთვის ჭირდებოდა ანაზრაურება. აღმოჩნდა რომ მას ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა საკუთარი დედისგან. ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის და დაიწყო საბჭომ მოკვლევა თავის დროზე.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გუჯაბიძესთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42