ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას აფერხებს - Reuters
პოლიტიკა - 09:27, 02 Jun, 2016     6108
ევროკავშირი აფერხებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას, საემიგრაციო კრიზისთან დაკავშირებული საფრთხეების გამო. ამის შესახებ სააგენტო Reuters საკუთარ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER) ბრიუსელში გამართულ სხდომაზე კვლავ ვერ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე.

სააგენტოს ცნობით, თურქეთი, კოსოვო და უკრაინა ასევე უნდა ელოდონ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადადებას, რადგან ევროკავშირი მიგრაციული კრიზისის ფონზე უფრო მეტ სიფრთხილეს ავლენს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც თურქეთის გავლით ევროპაში თითქმის 1.3 მილიონი მიგრანტი გადავიდა.

"როიტერსის" ცნობით, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის წევრებმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ვიზალბერალიაციის საკითხის განხილვა გადადეს. სააგენტოს ცნობით, სავიზო რეჟიმის გაუქმების მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის არიან საფრანგეთი და გერმანია.

“ჩვენ არ გვსურს მთელი პროცესის შეჩერება. ჩვენ მხოლოდ გვსურს,სიფრთხილე გამოვიჩინოთ” - ციტირებს Reuters-ი ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატს.

როგორც სააგენტო წერს, ევროპელი დიპლომატები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვას მომავალ კვირას დაუბრუნდებიან, ვიდრე უკრაინის საკითხს განიხილავენ, რომლის მდგომარეობაც ამ მხრივ უფრო რთულია.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი 24 მაისსაც იყო დანიშნული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში, თუმცა ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად საჭიროა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტმა განიხილოს, რომლის ბოლოს სესია ზაფხულს 4-7 ივნისს გაიმართება და სექტემბრამდე აღარ განახლდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42