ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის და რეგიონის დემოკრატიის, თავდაცვის და მშვიდობის გარანტი - მიხეილ ჯანელიძე
პოლიტიკა - 09:15, 02 Jun, 2016     1002

ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვენის დიპლომატიურ აკადემიას ეწვია.

ვენის დიპლომატიურ აკადემიაში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ევროპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტის პრეზიდენტთან ვერნერ ფასლაბენდთან და ვენის დიპლომატიური აკადემიის რექტორთან ჰანს ვინკლერთან. ასევე წარსდგა მოსხენებით თემაზე - "საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორის მიღწევები და გამოწვევები".

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე. ამის ნათელი მაგალითად კი მოიყვანა ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნის შესახებ, რაც მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქმიანობა, რომელიც ხელს უწყობს მრავალი პროექტის განხორციელებას სავაჭრო, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროში.

ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ.

"საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არის ერთადერი გზა ქვეყნის მდგრადი განვითარებისკენ. ევროპულ ოჯახთან დაახლოება, ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის და მთლიანი რეგიონის დემოკრატიის, თავდაცვის და მშვიდობის გარანტი"- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობაზე და აღნიშნა ამ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რაც ევროკომისიის დასკვნითაც დადასტურდა.

"ჩვენ ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ. მინდა აღვნიშნო რომ, საქართველოსთან დაახლოებით სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღწევა, ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის ამოსავალი წერტილია.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცოცავ ოკუპაციის პოლიტიკას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს, ავსტრიის ეუთო-ს თავმჯდომარეობა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

ღონისძიებას, რომელიც ევროპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტისა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა, ავსტრიის ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

2016 წლის 1-3 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან სებასტიან კურცთან და ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან.

მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის მუშაობაში, სადაც დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის სიტყვით გამოსვლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42