როგორც გიორგი მარგველაშვილმა "აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა "მთავარ ამბებში" თემის კომენტირებისას თქვა, მისი ვეტოს მთავარი საფუძველი ვენეციის კომისიის დასკვნაა.
"როდესაც იღებდნენ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე, მე თავიდანვე გამოვხატე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება, შემდეგ როდესაც მივიღეთ კანონი, მასში ნათლად გამოჩნდა რომ მიღებული ცვლილებები საკონსტიოტუციო სასამართლოს, ამ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ინსტიტუტს არაფუნქციურად აქცევს. ბუნებრივია ამ პროცესში ჩვენ ჩავეთეთ, არასამთავრობო სექტორი, ასევე თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოსაც ვკითხეთ აზრი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩავრთეთ ვენეციის კომისია და უმოკლეს ვადაში - 7 დღეში მოვახერხეთ, რომ ვენეციის კომისიდან ამ საკითხზე პოზიცია მივიღეთ. აქიდან გამომდინარე ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა ერთია როცა შენ გაქვს პოზიცია მეორე როცა აკეთებ მოტივირებულ შენიშვნას. ამ მსჯელობაში წითელი ხაზები იყო ვენეციის კომისიის პოზიციები. ჩვენ ავიღეთ ეს დოკუმენტი და ვთქვით აი ვენეციის კომისია რა ჩარჩოებზე ამბობს, რომ ეს არის კონსტიტუციური და დემოკრატიული. მოდით ამ ჩარჩოებს ნუ გადავალთ და ამ ჩარჩოების შიგნით ვიპოვოთ კონსტიტუციური კოსნენსუსი"- აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამშრომლობის სურვილიდან გამომდინარე მსგავსი კონსენსუსი შედგა.
"ასეთი კონსენსუსი შედგა ეს კონსენსუსი არის ვენეციის დასკვნის სულისკვეთებაში. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი განწყობილია თანამშრომლობისკენ, მასთან შეიძლება მუშაობა. მე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ საკონსტიტუციო სასამართლო იყოს და დარჩეს ასევე გააგრძელოს ფუნქციონირება როგორც ეფექტურმა კოსტიტუციურმა ინსტიტუტმა"- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






