ყველამ დაინახა ის აბსოლუტური გაუგებრობა, სანამდეც საუკუპაციო რეჟიმი მივიდა - პრეზიდენტი კისკას ვიზიტს აფასებს
პოლიტიკა - 21:47, 01 Jun, 2016     1535
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი "აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა "მთავარ ამბებში" შეაჯამა.

პრეზიდენტის განცხადებით, ანდრეი კისკა არის გამორჩეული ადამიანი, და საქართველოს მეგობარი.

მარგველაშვილმა ვიზიტის დასასრულისას კისკას სიტყვებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: "საქართველოს ჰყავს ძალიან სერიოზული მეგობარი სლოვაკეთში".

პრეზიდენტის განცხადებით, ამ ვიზიტმა ქართველ ბიზნესმენებს მისცა საშუალება ესაუბრათ სლოვაკელ კოლეგებთან და მათთან რიგი პროექტები განეხილათ.

მარგველაშვილმა ანდრეი კისკასთან ერთად ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მონახულებას ყველაზე მტკივნეული მომენტიც უწოდა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ყველამ დაინახა ის აბსოლუტური გაუგებრობა სანამდეც საუკუპაციო რეჟიმი მივიდა.

"ყველაზე მტკივნეული იყო გუშინ, საოკუპაციო ხაზთან მისვლა. პრეზიდენტის ამ აქტს, ამ პოზიციას გამოხმაურება ჰპოვა სლოვაკურ და დასავლურ მედიაში. ყველამ დაინახა ის აბსურდი რაც ხდება ხურვალეთში, ის აბსოლუტური გაუგებრობა, სანამდეც საუკუპაციო რეჟიმი მივიდა - მავთულხლართით შუაზე გაყოფილი სოფელი - იქეთ ადამიანი, რომელსაც თავისი საკითხები აქვს მოსაგვარებელი, თავის ოჯახის, მისი მეუღლის ჯანმრთელობის საკითხები და ასე, ხელოვნურად, აბსურდულად გაყოფილია ჩვენი სამშობლო. ეს ძალიან შთამბეჭდავი და მეტყველი კადრები იყო და ბუნებრივია ეს კადრები გავლენას მოახდენს ჩვენს მეგობრებზე, რომლებიც მხარს გვიჭერენ არაღიარების ნაწილში, მხარს გვიჭერენ დევნილთა და ლტოლვილთა ღირსეული დაბრუნების საკითხში, ბუნებრივია ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მხარს გვიჭერენ იმაში რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რომ უნდა აღდგეს"- აღნიშნა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42