R2 - ის მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობისთვის პროკურატურის მიერ იდევნება - ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 18:04, 01 Jun, 2016     10080
ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა „რუსთავი2’-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამიამ ახალ აღმოჩენილი გარემოებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი ნათია გუჯაბიძე პროკურატურის მხრიდან თაღლითობისთვის იდევნება:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება გახდა ცნობილი რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთი მოსამართლე, ქალბატონი ნათია გუჯაბიძე ჩვენი ინფორმაციით იდევნება თაღლითობისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ. 2014 წელს მას გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით, რომ განაცხადა, მას არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება, რაც მიღებული პრაქტიკაა.

აღმოჩნდა, რომ მას სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა საკუთარი დედისგან, შესაბამისად იგი ითვისებდა ამ თანხებს უკანონოდ, ეს ცნობილი აგხდა იუსტიციის საბჭოსთვის და იწყო მოკვლევა, მაშინდელმა ხელმძღვანელმა ბატონმა კუბლაშვილმა მოითხოვა საქმის პროკურატურაში გადაცემა, თუმცა ახლადდანიშნულმა საბჭოს წევრებმა ამას მხარი არ დაუჭირეს, ვინდაიდან ქალბატონი გუჯაბიძე ყოველთვის ასოცირდებოდა წულუკიანის გუნდთან და ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახია, უფრო მეტიც, არა თუ პროკურატურაში გადაგზავნაზე ეთქვა უარი, არამედ სადისციპლინო დევნის ნაწილშიც უარი ითქვა და სადისციპლინო კოლეგიას არ გაეგზავნა ეს საქმე, როგორც სამოსამართლო ეთიკის დარღვევაც კი და ნათია გუჯაბიძეს აკმარეს მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი, რითიც დგინდება, რომ ქალბატონ გუჯაბიძ როგორც მინიმუმ ცრუობდა, მაგრამ სამართლებრივად თუ ვიტყვით, თაღლითობდა და ფლანგავდა სახელმწიფო ქონებას. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას და ამ ინფორმაციით მიმდინარეობს ზეწოლა ქალბატონ გუჯაბიძეზე.

მე მოვუწოდებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ კონფიდენციალურობის მოთხოვნით პასუხს არ გაგვცემენ, მოვუწოდებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გაასაჯაროვოს ამ წარმოების ყველა მასალა, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი.“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42