ვაკის პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გასართობი ღონისძიებები გაიმართა
პოლიტიკა - 17:05, 01 Jun, 2016     1654
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს თბილისის მერმა უფროს ვაჟთან ერთად ვაკის პარკში მიულოცა. დავით ნარმანია ვაკის პარკში სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ ღონისძიებებს მერის მოადგილეებთან ნინა ხატისკაცთან და გიორგი ლილუაშვილთან, ასევე, ვაკის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერის განცხადებით, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები ეწყობა, სადაც სტუმრად მისულ ბავშვებს სასიამოვნო დროის გატარება მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვით შეუძლიათ.

„ვაკის პარკი დღეს საკმაოდ დატვირთულია სხვადასხვა სახის ღონისძიებებით. დიდი მხიარულებაა და პატარები მშობლებთან ერთად მაქსიმალურად არიან თავშეყრილი. გასართობი პროგრამა გათვალისწინებულია ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ბავშვისთვის, ტარდება როგორც კონცერტები, ასევე სპორტულ აქტივობები და საქველმოქმედო ღონისძიებები. რაც მთავარია, თავად ბავშვები არიან ძალიან მხიარულ განწყობაზე“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვაკის პარკში ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, ნახონ ქუჩის თეატრისა და ილუზიონისტების შოუ, საბავშვო ბაღების მიერ ორგანიზებული თეატრალური წარმოდგენები, მოუსმინონ ანსამბლების „მზიურის“, „ნერგებისა“ და „საუნჯის“ წევრებს და ამასთან, ჩაერთონ სახალისო ინტელექტუალურ და სპორტულ ვიქტორინებში. პირველი ივნისის პროგრამას ვაკის პარკში Georgian Brass-ის კონცერტი დაასრულებს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა რაიონში ტარდება. გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობა ბავშვებს მუშთაიდის, დედაენის, კიკვიძის პარკებში, ზოოპარკსა და „მზიურში“ მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42