დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება ამ პროცესს მკაცრ საერთაშორისო ზეწოლას არ უპირისპირებს.
"2012 წლის შემდეგ განსაკუთრებული ინტენსივობით მიდის რუსეთის მხრიდან ეგრე წოდებული არაღიარებული, ეგრე წოდებული სახელმწიფოს აღიარების პროცესი. ეს გახდა შესაძლებელი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა, შეანელა და შეასუსტა არ აღიარების პოლიტიკა. ის ამ პროცესს არ უპირისპირებდა ძალიან მკაცრ საერთაშორისო ზეწოლას“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
სპორტული ორგანიზაციების მოლაპარაკებებს საოკუპაციო რეჟიმთან გამორიცხავს ფრაქცია ქართული ოცნების წევრი დეპუტატი მანანა კობახიძე.
"გამოვრიცხავ რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის სპორტული ორგანიზაციები, მსგავს ტიპის მოლაპარაკებას მართავდნენ საოკუპაციო რეჟიმთან, დეფაქტო ხელისუფლებასთან, ვინაიდან ისინი ცნობენ და აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს. თუ რამე მსგავსი ხდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოხდება“ - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






