"FIFA ემიჯნება და არ აღიარებს ამ პროცესს" - ფეხბურთის ფედერაცია ოკუპირებული აფხაზეთის მოთხოვნაზე
პოლიტიკა - 12:51, 01 Jun, 2016     1452
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ FIFA-ს პოზიცია უცვლელია და ის არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე კონიფას ჩემპიონატს.

"ეს არის არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატი, ის ვერანაირად იქნება ვერც FIFA-ს და ვერც UEFA-ს მიერ აღიარებული. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს FIFA-სთან და მათგან გვაქვს მკაფიო დასტური, რომ ისინი ემიჯნებიან ამ ღონისძიებას. რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, რომლებიც FIFA-ში დარეგისტრირებული მატჩების აგენტები არიან, შემიძლია გითხრათ, რომ ისინი არ არიან FIFA-ს ოფიციალური წარმომადგენლები. ასე რომ მათ განცხადებას სერიოზულად ვერ მოვეკიდებით. მივმართეთ FIFA-ს და აღნიშნული პირების განცხადების საპასუხოდ მოვითხოვეთ რეაგირება"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" მუჯირმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში არაღიარებულ ქვეყნებს შორის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტურნირს FIFA-ს ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებიან.

ოკუპირებული აფხაზეთი FIFA-ს წევრობის სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე FIFA-ს მატჩ-აგენტმა სერგეი აზიზოვმა და შვედმა აგენტმა დაგ ლარსონმა ისაუბრეს.

ლარსონმა დადებითად შეაფასა აფხაზეთში მიმდინარე კონიფას ჩემპიონატი, რომელიც არაღიარებულ ერთეულებს აერთიანებს, თუმცა მას საერთო არაფერი აქვს FIFA-სთან.

სერგეი აზიზოვმა, რომელიც შვედეთში საფეხბურთო სფეროში მოღვაწეობს, განაცხადა, რომ უკვე დაუკავშირდა FIFA-ს აფხაზეთის წევრობის მოთხოვნით.

მისი თქმით, FIFA-ს აგენტები უკვე განიხილავენ აფხაზეთის ნაკრებთან მატჩების ჩატარების საკითხსაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42