დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიხედვით, ბაზარზე შემოვიდა ახალი პრეპარატი, რომელიც 15 სახეობის ვიტამინსა და მინერალებს შეიცავს. პრეპარატი ბაზარზე გასაყიდად რამდენიმე კვირაში შემოვა.პრეპარატი სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფასოდ დაურიგდებათ.
„ჩვენ სულ მალე, რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ექვსი თვიდან 23 თვემდე ბავშვებისთვის სპეციალური 15-კომპონენტიანი მინერალებისა და ვიტამინების შემცველობის, კვებითი დანამატების დარიგებას. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ამას მთავრობა, რა თქმა უნდა, უფასოდ დაარიგებს. ეს იქნება მთელი რიგი დაავადებების პრევენცია და ბავშვის სწორი განვითარების ხელშეწყობა. ცოტა ხნის წინ ჩვენ დავიწყეთ ორსულებში ფოლიუმის მჟავისა და რკინის პრეპარატების დარიგება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ბავშვის სწორი განვითარებისთვის და დაავადებათა პრევენციისთვის. აღნიშნული პროდუქტი არ არის მაღალი საბაზრო ღირებულების, ამ ასაკობრივ ჭრილში 13 ათასი სოციალურად დაუცველი ბავშვია. უკლებლივ ყველა მათგანს 15-კომპონენტიანი ვიტამინებისა და მინერალების კვებითი დანამატი უფასოდ დაურიგდება, დანარჩენებს კი აფთიაქებში შეძენა შეუძლიათ. საბაზრო ღირებულება შემოსავლის მქონე არც ერთ ოჯახს არ დააწვება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






