საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ გაითვალისწინებს პრეზიდენტის შენიშვნებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენებას აღნიშნულ კანონპროექტზე არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ და ელიან, რომ პარლამენტი მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს:
“თუნდაც დაძლიოს ეს ვეტო პარლამენტმა და არ გაიზიაროს არც პრემიერის მოწოდება, არც ვენეციის კომისიის და არც არასამთავრობო სექტორის, ჩვენ ვაპირებთ, მათ შორის პრეზიდენტიც არის უფლებამოსილი, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოში იდავოს ამ კანონების არაკონსტიტუციურობაზე,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანალიტიკოსმა გიორგი ბერაიამ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეული, პრემიერმინისტრის შეფასებას, ადეკვატურს უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






