არჩევნების გაყალბების მცდელობა სკოლებში - ,,წინასაარჩევნოდ სანიკიძეს დაშანტჟებული ელექტორატი ჰაერივით სჭიდება“
პოლიტიკა - 11:59, 01 Jun, 2016     2762
საქართველოს საჯარო სკოლებში არჩევნების გაყალბების მცდელობაზე საუბრობენ. როგორც პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრში აცხადებენ, ხარვეზებია წინასაარჩევნო პროცესში. ამასთან ერთად ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამინისტროს კოორდინატორებო, რომლებსაც ევალებათ სამოქმედო ტერიტორიებზე მდებარე სკოლებში უზრუნველყონ საარჩევნო პროცესების კანონიერი წარმართვა, თავის მოვალეობას არ ასრულებენ.

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 მაისის 419 ბრძანებით 2016 წლის 10 ივნისს დანიშნულია საქართველოს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნები. მინისტრ სანიკიძის მორიგი დანაშაულებრივი პოლიტიკის წყალობით წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს უამრავი ხარვეზით და წინასწარგანზრახული დარღვევებით. სკოლების დიდ ნაწილში ჯერ არ მომხდარა საარჩევნო კომისიების ფორმირება, არ შემდგარა ოქმები, სასკოლო საზოგადოების ინფორმირებისთვის არ გამოქვეყნებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციები. მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა უდიდესი უმრავლესობა საერთოდ არაა ინფორმირებული არჩევნების შესახებ, ინფორმირებულ ნაწილსაც არ ეძლევა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდტად დარეგისტრირების საშუალება. ინფორმაციული ვაკუუმით სარგებლობენ საჯარო სკოლათა უმრავლესობაში და სამინისტროს მარიონეტმა დირექტორებმა კულუარულად „დააკომპლექტეს“ საარჩევნო კომისიები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ დირექტორებისა და სამინისტროსთვის ასევე უკვე „ დაკომპლექტებულ „სანდო“ პირთა არჩევა სამეურვეო საბჭოებში. არერთ სკოლაში დაფიქსირდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების კანდიდატებად თავსმოხვევა.

მინისტრის 25 მაისის 424-ე ბრძანებით რესურს-ცენტრების უფროსები დანიშნულები არიან სამინისტროს კოორდინატორებად, რომლებსაც ევალებათ სამოქმედო ტერიტორიებზე მდებარე სკოლებში უზრუნველყონ საარჩევნო პროცესების კანონიერი წარმართვა, მაგრამ ისინი, წინასწარგანზრახულად ან უცოდინრობის გამო არ ასრულებენე ბრძანებით დაკისრებულ მოვალეობას. ზემოაღნიშნული ირღვევა სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების მთელი რიგი, მათ შორის მე-8 და მე-18. 5,9 მუხლები“ -აცხადებს ფერაძე.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძეს საპარლამენტო არჩევნების წინ სასკოლო სისტემის ხელისუფლების სასარგებლოდ გამოყენებაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ მინისტრი ,,სისტემის დაშანტაჟებულ ელექტორატად გადაქცევას“ ცდილობს.

,,მინისტრ თამარ სანიკიძის უწყების ინტერესებში შედის, ის, რომ სწორედ საზოგადოების არაინფორმირებულობის ფონზე მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში თითქმის მიჩქმალულად ჩატარდეს სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნები, რითაც ბევრად ადვილი იქნება როგორც კენჭისყრის, ისე ხმის დათვლის გაყალბება და ამ დარღვევბის დაფარვა საზოგადოებისა და საინფორმაციო საშუალებებისგან. სანიკიძეს ახლა ჰაერივით სჭირდება სასკოლო სისტემის სრული მარიონეტიზაცია და საპარლამენტო არჩევნების წინ დაშანტაჟებულ ელექტორატად გადაქცევა. ამგავრი გზით ცდილობს ის თანამდებობის შენარჩუნებას დარჩენილ 4 თვეში“ - აცხადებს ფერაძე და დირექტორებსა და პედაგოგებს მოუწოდებს წინ აღუდგნენ აღნიშნულ პროცესს.

,,ასეთ სიტუაციებში დირექტორები უნდა ამაღლდნენ საკუთარ თავზე და მუქარის მიხედავად უნდა დაუშვან საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და დემოკრატიზაცია, პედაგოგები და მშობლები წინ უნდა აღუდგნენ დირექტორთა და სხვა ზემდგომთა პირდაპირ თუ ირიბ უაკანონო აგიტაციას და დაშინებას. სამეურვეო საბჭოებში უნდა აირჩიონ მიუკერძოებელი და აქტიური ადამიანები.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი აგრძელებს მოკვლევას საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ყველა სკოლიდან უშუალოდ პედაგოგებიდან, მშობლებიდან და მოსწავლეებიდან მივიღოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესებზე და მოვახდინოთ მასზე მკაცრი რეაგირება. ამიტომ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ ნებისმიერი სახის დარღვევის შესახებ.

საჭიროა ჯანსაღი ძალების გაერთიანება და პედაგოგების გააქტიურება ადგილებზე, რათა არ დავუშვათ პროცესის სახელისუფლებო ინტერესებით წარმართვა და სანიკიძის დანაშაულებრივი მიზნების რეალიზება. პედაგოგებო, ერთხელ მაინც ერთობლივად დაუპირისპირდით უსამართლობას“ - აცხადებს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42