პარლამენტი დღეს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოზე იმსჯელებს. საკითხის განხილვა 17:00 ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაიწყება.
დოკუმენტს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი წარადგენს. კომიტეტზე განხილვის შემდეგ კი, მას სავარაუდოდო კვირის ბოლოს, უკვე რიგგარეშე სესიაზე უყრიან კენჭს.
უმრავლესობა გეგმავს გაითვალისწინოს პრეზიდენტის ვეტო და კანონპროექტში ცვლილებები შეიტანოს. პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებას ეთანხმებიან ოპოზიციური პარტიები თუმცა ჯერჯერობით უცნობია დაუჭერს თუ არა ცვლილებებს მხარს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ნაციონალური მოძრაობა.
პრეზიდენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, ვეტო გუშინ დაადო, კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს გუშინვე გადაუგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები






