ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიმდინარე სასამართლო პროცესის შეფასებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრზე თეა წულუკიანზე საუბრობს. აღნიშნულ თემაზე ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა:
„წულუკიანის ჭკუაზე დიდი წარმოდგენა არავის არ აქვს ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, მე რატომ უნდა მქონდეს. წულუკიანი ამ ხელისუფლების ჩვეულებრივი შვონდერია, რა თქმა უნდა გარეგნულ პარამეტრებზე არ ვლაპარაკობ, თავს შევიკავებ ნებისმიერ შემთხვევაში ასეც რომ ვფიქრობდე, მაგრამ შვონდერია თავისი განწყობილებით და მენტალობით. ის არის ტიპური „ტროიკის“ შემადგენელი დამხვრეტი, დიდი სიამოვნებით გააკეთებდა ამასაც, რომ შეეძლოს ბიძინა ივანიშვილის დვალების საფუძველზე. ეს ქალი სტრასბურგში რას აკეთებდა ნამდვილად ვერ ვხვდები ადამიანის უფლებათა სასამართლოში? ქალი არის ჩვეულებრივი ეგზეკუტორი, გაპრესილი ჰყავს მოსამართლეები, არ ვიცი რა მიზიდულობა აქვს ამ სრულიად „პლინტუსს“ ქვემოთ ინტელექტიანი ქალის მიმართ, სამართლებრივ ინტელექტს ვგულისხმობ, აქ არის დავალების შემსრულებელი ტეა წულუკიანი, რომელიც მართავს ამ პროცესებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






