"უფლებას გიტოვებთ დაგვითხოვოთ სამსახურიდან"- "მაესტროს" გიორგი ისაკაძის გუნდიც ტოვებს?!
პოლიტიკა - 18:56, 31 May, 2016     15308
"ბიზნესკონტაქტის","'საქმიანი დილის" და "ბიზნესკონტაქტის ანალიტიკის" ჟურნალისტები ტელეკომპანია "მაესტროს" მენეჯმენტს განცხადებით მიმართავენ. მათი თქმით იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ისაკაძე არ დაბრუნდება მაესტროში, ბიზნესკონტაქტის, საქმიანი დილას და ანალიტიკას მთელი შემოქმედებითი გუნდი მაესტროს ხელმძღვანელობას სამსახურიდან მათი გაშვების უფლებასაც აძლევს.

"გადაცემების ფინანსური, სარედაქციო პოლიტიკის მართვა არის ცალსახად საზოგადოების (იგულისხმება: შპს სტუდია მაესტრო) იმპერატიული უფლება" – ეს ფრაზა მოხვდა "ბიზნესკონტაქტის","'საქმიანი დილის" და "ბიზნესკონტაქტის ანალიტიკის" ავტორისა და მენეჯერის გიორგი ისაკაძის ცალმხრივად გათავისუფლების ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერს შპს "სტუდია მაესტროს" გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური.
"ბიზნესკონტაქტის", "საქმიანი დილის" და "ბიზნესკონტაქტის ანალიტიკა" მთავარი მონაპოვარი ყოველთვის იყო მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომელშიც ამ დრომდე არავინ ჩარეულა. შესაბამისად, გიორგი ისაკაძის გათავისუფლების ბრძანებაში ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა გადაცემების გუნდს გვიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მომავალში, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა შეიზღუდება.

ამ ეჭვს გვიძლიერებს ორი მომენტი: პირველი – მაესტროს მენეჯმენტმა გიორგი ისაკაძის ცალმხრივად გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ გენერალურმა დირექტორმა გუნდის პოზიცია წერილობითი ფორმით წინასწარ იცოდა. მეორე – გუნდის გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე ზურაბ ნაყეურმა ახალი სეზონიდან გადაცემების ფორმატის ცვლილება დააანონსა.

მაესტროზე თითქმის ორწელიწადნახევრის განმავლობაში, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი ჩვენთვის იყო სწორედ ამ გადაცემების ავტორი გიორგი ისაკაძე. ამდენად, გუნდის პოზიცია ცალსახაა: თუ გიორგი ისაკაძესთან შპს სტუდია მაესტრო არ აღადგენს საქმიან ურთიერთობას, ჩვენ ვუტოვებთ არხის მენეჯმენტს უფლებას, იხელმძღვანელონ შრომითი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42