ქალაქ ზუგდიდში ჯანაშიას ქუჩაზე სასაწყობე-ლოჯისტიკური ცენტრი მოეწყობა
პოლიტიკა - 17:46, 31 May, 2016     1389
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე 11 474.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ პირობიან აუქციონში გამარჯვებულად შპს „ბი ემ სი გორგია“ გამოვლინდა. აღნიშულ ქონებაზე კომპანია სასაწყობო-ლოჯისტიკურ ცენტრს მოაწყობს, რისთვისაც არანაკლებ 600 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული აუქციონი 2015 წლის 17 მაისს გამოაცხადა. აუქციონი გასაყიდად გამოტანილი იყო ქალაქ ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე 11 474.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობა. უძრავი ქონების საწყისი ფასი 450 000 ლარს შეადგენდა და ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო. საბოლოოდ ობიექტი 452 000 ლარად გაიყიდა.

შპს „ბი ემ სი გორგია“ ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების რეალიზაციას ახორციელებს და მომხმარებელს 30 000-მდე დასახელების სხვადასხვა სამშენებლო პროდუქტს სთავაზობს. რეგიონალური ქსელის განვითარების გეგმის ფარგლებში „გორგია“ რიგით მეოთხე ფილიალს სოფელ რუხში მშენებარე სავაჭრო ცენტრში ხსნის. სასაწყობო-ლოჯისტიკურ ცენტრს კომპანია ახალი ფილიალის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და სამშენებლო-სარემონტო მასალების მარაგების უკეთ სამართავად გამოიყენებს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში ბიზნესის განვითარებას და დასაქმებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42