რა შედეგს მოუტანს „ოცნებას“ ივანიშვილის გააქტიურება -გურულები ღია წერილს აფასებენ
პოლიტიკა - 17:30, 31 May, 2016     8784
„ვგეგმავ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა რეგიონში ჩასვლას დატელევიზიით გამოსვლებს. შევხვდები საზოგადოებას, ვისაუბრებ ქვეყნისწინაშე არსებულ კონკრეტულ ამოცანებზე.. დარწმუნებული ვარ,ამჯერადაც გავიმარჯვებთ!"-აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა .

თუ რას ფიქრობენ გურულები ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებაზე წინასაარჩევნო პერიოდში და ნიშნავს თუ არა ეს, რომ „ოცნების“ გამარჯვება მხოლოდ ყოფილი პრემიერის რესურსზეა დამოკიდებული, რომლის საარჩევნოდ მაქსიმალურ გამოყენებაზე თავად ივანიშვილის წერილშია საუბარი, ან იქონიებს თუ არა მისი ფაქტორი ისეთივე გავლენას, რაც იყო თუნდაც 2012-ში, „გურიის მოამბემ“ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა:

მთვარისა მეგრელიშვილი: მისი გამოჩენა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს, ჩემი აზრით. ხალხი თუ კარგად შეხედავს სიტუაციას და დააკვირდება, არამგონია „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცეს ვინმემ. არაფერი არ გაუკეთებია და რატომ უნდა ჰქონდეს მის გამოჩენას რაიმე მნიშვნელობა ვერ ვხვდები.

ნუგზარი - 40 წლის: ჩემმზე არანაირ გავლენას არ იქონიებს, სხვაზე ვერ გიპასუხებთ. ქვეყნის სასიკეთო ის გააკეთა, რომ გაუშვა „ნაციონალები“ სხვა რა გააკეთა? თუ დაიწყებ რამის კეთება, უნდა მიიყვანოს ბოლომდე ეს საქმე.

მანანა - 62 წლის: რა ეგონა ხალხს, მოვიდოდა და სახლის ვალებს გადაუხდიდა? თუ რა არის ვერ ვხვდები- ჩაერია საუბარში ქალბატონი, რომელიც იქვე ახლოს იმყოფებოდა. „ მოვიდა, ხალხს საყანე ფართობების დამუშავების საშუალება მისცა“

_ხოდა თუ მასეთია, მიჩუქნია შენთვის, არავინ გართმევს, -იყო მამაკცის პასუხი.

ვაჟა- 50 წლის: მე ზოგადად მის ხელმეორედ გამოჩენაზე კარგი წარმოდგენა მაქვს. ვფიქრობ, რომ არ იქნება ცუდი. დადებითად შევაფასებ. ბევრი რაღაც გააკეთა. მაგრამ, იცით, რა ხდება? ყველაზე კარგი იქნება განათლებას თუ მიაქცევენ ყურადღებას. ვაწყდები ძალიან ბევრ ადგილზე უსწავლელ ადამიანს. „უცოდინარობის დოღია“ დღეს. ვისაც აქვს პრეტენზია თანამდებობაზე მუშაობის, მაგის „ბაგაჟიც“ უნდა ჰქონდეს. კარგი იქნება თუ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოეღება ბოლო. საქმე უნდა აკეთოს პროფესიონალმა.

ნინო - 54 წლის: ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება მისი გამოჩენა, ისევ იმედი გაუჩნდება ხალხს. მაგრამ იცით რაა, საკადრო პოლიტიკას უნდა მიხედოს. აი, „პური მეპურემ უნდა დააცხოსო“, ეს უნდა იყოს. თუ არ ვიცი ვიკითხავ, სირცხვილი არაა. ვფიქრობ, მისი გამოჩენა „ოცნების“ გამარჯვებაზე გავლენას მოახდენს. მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობენ გამართულად, ვფიქრობ ივანიშვილის ფაქტორი იმოქმედებს.

რუსიკო 35 წლის: ისეთ ადამიანზე, ვისაც დადებითის დადებითად დანახვა შეუძლია და უარყოფითის უარყოფითად, რა თქმა უნდა, იმოქმედებს. შეფასების უნარი და ამავე დროს დანახვის სურვილი ვისაც აქვს, იმოქმედებს. რაც შეეხება მის განცხადებას, რომ ყველა რესურსს გამოიყენებს, ვფიქრობ დაპირებები აღარ გაჭრის.

ნანი - 59 წლის: რაღაც ძაან აირია სიტუაცია, ვერ ვხვდები რა ხდება. მაგრამ ბიძინას გამოჩენა მაინც იმოქმედებს ხალხზე. რა არის იცით? იმოქმედებს იმიტომ, რომ ხომ გაგიგონიათ „წყალწაღებული კაცი ხავსს ეჭიდებოდაო“, „შეუჩვეველ ჭირს ისევ შეჩვეული ჯობიაო“- ამ ანდაზებს ბევრი ითვალისწინებს. მეორე ნაწილი იძახის, ცოტა ვაცალოთო. ხალხი ზოგადად ორპირი ვართ. არა-არაო, რომ ვიძახით, შესაძლოა ხვალ მივიდეთ და სწორედ ის შემოვხაზოთ. ბევრი შეიძლება ამბობდეს, რომ ბიძინას აღარ ენდობა, მაგრამ ხვალ მივიდეს და პირდაპირ „ოცნება“ შემოხაზოს.

გუგა 30 წლის: რა ვიცი, რა გავლენა უნდა იქონიოს. როგორც კი მოვიდა სათავეში მისი გუნდით, მაშინვე მიჰყვა მისი საქმის კეთებას და არა ქვეყნის. აღარავინ არ ახსოვს და რა ვიცი, არამგონია ხალხს მისი კიდევ ერთხელ გამოჩენა მოეწონოს და რამე გავლენა მოახდინოს.

ნატალია- 45 წლის: მგონია, რომ მისი გამოჩენა ისევ მოახდენს გავლენას ხალხზე. ნაწილი იმედგაცრუებულია. ბევრს ეგონა, რომ ბიძინა ადგებოდა და თავის ფულებს დაურიგებდა, მაგრამ რას ლაპარაკობთ, მასე რომ არიგებდეს ფულს, მილიარდერი არ იქნებოდა. პოლიტიკაში უნდა იყოს პოლიტიკოსი და ყველაფერი კარგად იქნება.

მაია- 33 წლის: ვფიქრობ, რომ მის გამოჩენას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ხალხი მაინც იმ არჩევანს გააკეთებს, რაც გულში აქვს.

თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42