საპარტნიორო ფონდმა Imereti Greenery-ის სათბურის მშენებლობა დაასრულა
პოლიტიკა - 16:33, 31 May, 2016     1775
სათბური სამტრედიაში მდებარეობს და საპარტნიორო ფონდმა მისი გაფართოება 2016 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ფარგლებში ფონდმა სასათბურე მეურნეობა დამატებით 1, 6 ჰექტარზე გააფართოვა.

„სასათბურე მეურნეობის გაფართოების მიზანია იმპორტული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება და ექსპორტზე გატანა. ეს პროექტი დიდ როლს ითამაშებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რადგან იგი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით არის აღჭურვილი,“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

გახსნის ცერემონიას ესწრებონენ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯოს დოუმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი.

პროექტის პარტნიორებია ჰოლანდიური კომპანიები Georgian Freshholding B.V-ი და Food Venture B.V, რომლებმაც სამტრედიაში სხვადასხვა ტიპის სალათის ფურცლების მოყვანა 2015 წლის იანვრიდან დაიწყეს. გაფართოების შემდეგ კი იგეგმება სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოყვანა, რომელიც ეტაპობრივად დაემატება და წარმადობას 1000 ტონით გაზრდის.

ბოსტნეული ადგილობრივ ბაზარზე უკვე იყიდება, თუმცა ასევე იგეგმება მისი ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში.

სათბურში ამჟამად 23 ადამიანია დასაქმებული, ხოლო გაფართოების დასრულების შემდგომ მათი რიცხვი 50 კაცამდე გაიზრდება.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4,2 მლნ. ევროა, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კი 1,4 მლნ. ევროს შეადგენს. Georgian Fresh Holding B.V-მა სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით შპს Imereti Greenery დააფუძნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42