საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ წერილში საინტერესო ანალიზია გაკეთებული. კვირიკაშვილის განცხადებით, მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება ამ წერილიდან მკითხველმა გამოიტანოს, არის ის, რომ საქართველოს დღვანდელი აღებული ვექტორი არის აბსოლუტურად სწორი და ის შედეგები, რომლებიც ბოლო წლებში იქნა მიღწეული არის ძალიან მნიშვნელოვანი:
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ 3 და 4 წელიწადში საქართველოს მოქალაქეების ყოფის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, თუმცა, ყველა ის შედეგი, რომელიც იქ იყო ჩამოთვლილი, იყო სანატრელი თითეული მოქალაქისათვის 4 წლის წინ, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ამიტომ ასეთი წერილი ყველას სჭირდება, ჩემთვისაც დიდი მუხტის მატარებელი იყო და საერთოდ ჩვენს თანაგუნდელებსაც სჭირდებათ ხანდახან გამხნევება და შემოძახება. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი წერილი იყო. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ მე მგონია, რომ ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ ამაზე არჩევანი უკვე გააკეთა 4 წლის წინ და ვფიქრობ, ეს არჩევანი იქნება შეუქცევადი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






