ცენტრალური აფრიკის მისიაში სამხედრო კონტინგენტის გაზრდა იგეგმება
პოლიტიკა - 16:02, 31 May, 2016     1345
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისიაში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს. საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების 5-კაციანი კონტინგენტი ოცეულამდე გაიზრდება. მისიის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის საკითხი დღის წესრიგში 30 მაისს, ბრიუსელში გამართული კონფერენციის დროს დადგა.

ამჟამად ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში საქართველო 5 სამხედრო მოსამსახურითაა წარმოდგენილი, რომლებიც სწრაფი რეაგირების ჯგუფს შეადგენენ და მაღალი რანგის სამხედროების ესკორტირება და დაცვა ევალებათ.

თავდაცვის სამინისტრომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედროების კონტინგენტის გაზრდის საკითხზე ინფორმაცია უკვე მიაწოდა უშიშროების საბჭოს და თანხმობაც მიიღო. უახლოეს დღეებში სამინისტრო საბჭოს ოფიციალურად მიმართავს, რათა პრეზიდენტმა მისიაში ჩართული კონტინგენტის გაზრდის საკითხი პარლამენტს მოკლე ვადებში წარუდგინოს და გადაწყვეტილების მიღება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოესწროს, რადგან ცენტრალურ აფრიკაში დღეს მოქმედი მისია 12 ივლისს იცვლება, საქართველოს პარლამენტი კი სესიას 24 ივნისს ასრულებს.

„ამ კვირაში ოფიციალურად მივმართავ უშიშროების საბჭოს, რადგან მათგან გვაქვს თანხმობა, რომ პრეზიდენტმა საკითხი წარადგინოს ქვეყნის პარლამენტში; ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვართ ევროკავშირის მისიასთან. ორ კვირაში, ბრიუსელში მექნება შეხვედრები და უკვე საბოლოოდ გადაწყდება ჩვენი საკითხები. ეს არის საპასუხისმგებლო მისია, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრესტიჟული, როდესაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან ითხოვენ კონტინგენტის გაზრდას არა მხოლოდ სამხედრო ძალის თვალსაზრისით, არამედ, სწორედ, მრჩევლების, ინსტრუქტორების დასახმარებლად, ცენტრალური აფრიკის შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, პატივია და, ბუნებრივია, ამ გამოწვევისთვის მზად ვართ“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42