საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთხელ იმეორებს იმ მოსაზრებას, რომ რუსთავი2-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესები მხოლოდ ორ სუბიექტს შორის დავაა და ამასტან პოლიტიკას და მმართველ გუნდს არანაირი კავშირი არ აქვს:
ეკა ბესელიას განცხადებით საზოგადოება უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლოს კი მოეთხოვება რომ დაასაბუთოს გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა:
„დაველოდოთ სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველა შემდგომ გადაწყვეტილებაზე მათ თავად უნდა დაასაბუთონ გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა.“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
გიგა ბუკია თქმით კი ეს სამართლებრივი დავა ქართული ოცნების მმართველობის დროს არ დაწყებულა და შესაბამისად გამორიცხულია ამ საქმეში მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური ჩარევა:
„ეს არის ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი დავა და ეს არ წარმოშობილა 2012 წელს. ეს ბევრად უფრო ადრე წარმოიშვა და აქედან გამომდინარე პოლიტიკური ჩარევა აღნიშნულ პროცესში არის გამორიცხული.“- განაცხადა გიგა ბუკიამ.
მასალის გამოყენების პირობები






