ზემო ფონიჭალაში წლები წინ დახურული №206 საბავშვო ბაღი გაიხსნა
პოლიტიკა - 13:41, 31 May, 2016     2807
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, ზემო ფონიჭალაში მდებარე №206 საბავშვო ბაღი გახსნა. ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, პარლამენტარი შოთა ხაბარელი და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიამ, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რის შემდეგაც ბაღის ეზოში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. თბილისის მერის განცხადებით, განახლებული საბავშვო ბაღი, 260 აღსაზრდელს, უკვე ხვალიდან მიიღებს.

„ზემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღის გახსნა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება გახლდათ, რადგან ამ უბანში არცერთი საბავშვო ბაღი არ იყო. ბაღში პატარებს ექნებათ ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ღირსეულად აღიზარდონ. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ინტენსიურ რეჟიმში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღნიშნულ ბაღში ბავშვების რეგისტრაცია 16 მაისს გამოცხადდა. ამ დროისთვის, 2-3 წლიანთა ჯგუფის (ბაგა) გარდა, ბაღში რამდენიმე თავისუფალი ადგილია დარჩენილი. მსურველებს რეგისტრაციის გავლა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge შეუძლიათ.

№206 საბავშვო ბაღი 260 ბავშვზეა გათვლილი. ბაღში 8 სააღმზრდელო ჯგუფია, მათ შორის, ორი ბაგა. მასში 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

№206 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომლებიც გასულ წლებში დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სააღმზრდელო დაწესებულება კეთილმოწყობილი იყო, 2006 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა. აღსაზრდელები და პერსონალი №209 ბაგა-ბაღში გადავიდა. მოგვიანებით, შენობა გაიძარცვა და ავარიული გახდა.

მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ბაღის აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები 2014 წლის ბოლოს დაიწყო და შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.

გარდა აღნიშნული ბაღისა, მიმდინარე თვეში, თბილისში კიდევ ერთმა ახალმა - № 35 ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. ამასთან, წელს დედაქალაქში დამატებით 4 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42