მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს „ჰიუმან რაითს ვოჩის“ აღმასრულებელი დირექტორი კენეტ როთი. რუსთავი 2-ის საკითხის კომენტირებისას როთი აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება განიხილება, როგორც თავისუფალი საარჩევნო პროცესის განუყოფელი ნაწილი:
„მედიის თავისუფლება არსებითად მნიშვნელოვანია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად, შეუძლებელია ხალხმა გააკეთოს რეალური არჩევანი, თუ არ იქნება ინფორმირებული საჯარო დისკუსიებზე მედიის მეშვეობით. ამიტომ, „ჰიუმან რაითს ვოჩი“ განიხილავს მედიის თავისუფლებას, როგორც თავისუფალი საარჩევნო პროცესის განუყოფელ ნაწილს“, - აცხადებს კენეტ როთი.
აშშ-ს ყოფილი ელჩი ნატო-ში, კურტ უოკერი მედიის თავისუფლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ კონტროლირებადი მედია კონტროლირებად საზოგადოებას ნიშნავს.
საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჯონ მაკკეინმა ისაუბრა. „კურიერთან“ საუბრისას მაკკეინმა განაცხადა, რომ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და საქართველომ თავისუფალი, სამართლიანი და რეგიონისთვის სამართლიანი არჩევნები უნდა უზრუნველყოს.
მასალის გამოყენების პირობები






